ინტერიერის დიზაინერი - კაბინეტი

"კაბინეტ თბილისში" ინტერიერის დიზაინერს ვეძებთ!

სამუშაო ლოკაცია: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე

ანაზღაურება: ფიქსირებული (მოლაპარაკებისა და კვალიფიკაციის საფუძველზე შეთანხმებადი) და შესრულების ბონუსი.

ძირითადი მოვალეობები:

** დამკვეთთან კომუნიკაცია და საჭიროებების განსაზღვრა;

** შეკვეთის განსათავსებელი სივრცის გათვალისწინებით, ავეჯის ზომებისა და ფუნქციური მოთხოვნების განსაზღვრა;

** დამკვეთის საჭიროებებისა და მოთხოვნის გათვალისწინებით, ავეჯის დიზაინის ვიზუალიზაცია;

** ავეჯის დასამზადებლად საჭირო მასალების, ფურნიტურისა და აქსესუარების შერჩევა/მოძიება;

** დამკვეთთან შეთანხმებული ვიზუალების, შერჩეული მასალებისა და აქსესუარების კონსტრუქტორისათვის გადაცემა;

** საჭიროების შემთხვევაში პროექტში, კონსტრუქციასა და ნახაზში ცვლილებების შეტანა;

** კონსტრუქტორთან კომუნიკაცია სამუშაო პროცესის პარალელურად და ვიზუალთან დაკავშირებული რეკომენდაციების გაცემა;

** დამზადებული ავეჯის შეფასება და მოთხოვნასთან შესაბამისობის დადასტურება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** ტექნიკური ნახაზების მომზადების კომპეტენცია;

** Sketchup, Autodesk 3ds Max, Corona Renderer, Cabinet Vision ან სხვა პროგრამები ცოდნა;

** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ/მომიჯნავე პოზიციაზე;

** სამუშაო პროცესების სწორად ორგანიზების ძლიერი უნარი.

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და ინტერესები შეესაბამება ინტერიერის დიზაინერის ვაკანსიას, გადმოგვიგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე და subject-ის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

SketchupAutodesk 3ds MaxCorona RendererCabinet Visionტექნიკური ნახაზებიკომუნიკაცია