Blue Waters logo

მომხმარებელთან ურთიერთობის კოორდინატორი

Blue Waters
1200 ₾/თვე
20 ივლ
20 აგვ

თუ გაქვს მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაციის ან გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება, და მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის მომხმარებლებთან ურთიერთობის სფეროში, " ბლუ უოთერსი "-ს გუნდში შენ გეძებთ მომხმარებელთან ურთიერთობის კოორდინატორის პოზიციაზე!

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: Blue Waters

პოზიციის მიზანია:

** არსებულ მომხმარებლებთან ანგარიშსწორების კოორდინაცია

** პრობლემური ქეისებზე რეაგირება და შესაბამის დეპარტამენტებთან გადამისამართება

** გადახდის ვადების კონტროლი და მომხმარებლებთან მოლაპარაკების წარმოება ჩარიცხვების უზრუნველსაყოფად

** CRM სისტემაში მონაცემთა სრულყოფილად ასახვა

რას გააკეთებ:

** აქტიური სატელეფონო კომუნიკაცია; დამკვეთებთან დაკავშირება გადახდის ვადების და პირობების შეხსენების მიზნით.

** ჩარიცხვების კონტროლი

** პრობლემურ ქეისებზე კონსულტაციის გაწევა და შესაბამის განყოფილებასთან გადამისამართება

** მომხმარებლებთან გადახდის პირობების შეთანხმება და შეთავაზების გაკეთება

** მონაცემთა ბაზის წარმოება-მონაცემების CRM ში აღრიცხვა, ინფორმაციის სისტემიზაცია

** ყოველთვიური რეპორტის წარმოება და წარდგენა ხელმძღვანელისთვის

** გუნდებს შორის კოორდინაცია: მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა დეპარტამენტებთან ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლის მიზნით.

** დედლაინების განსაზღვრა და მონიტორინგი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას: ფიქსირებული 1200 ლარი , KPI-ით განსაზღვრულ ბონუსს

** ჯანმრთელობის დაზღვევას

** კორპორატიულ ნომერს და სატელეფონო ლიმიტს

** კარიერული ზრდის შესაძლებლობას

** შიდა ეფექტურ სასწავლო სისტემებს

** სამუშაო განაკვეთს: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე (1 სთ შესვენება) განიხილება ჰიბრიდულ რეჟიმში

** ანაზღაურებად შვებულებას - 24 სამუშაო დღე

გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hr.bluewaters.ge/CustomerRelationsCoordinator/

აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

სატელეფონო კომუნიკაციაგაყიდვებიCRM სისტემებიმოლაპარაკებების წარმოებაანგარიშგება