ფინანსური ასისტენტი
ჰოლანდიური კომპანიაჰოლანდიური კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, განიხილება ნახევრად დისტანციური სამუშაოც.
ძირითადი მოვალეობები:
** სასაქონლო მატერიალური მარაგების, საბუღალტრო და სასაწყობო ნაშთების სისწორის, ასევე ძირითადი საშუალებების აღრიცხვიანობის კონტროლი;
** გაყიდვების, ხარჯებისა და მასალა-ნედლეულის ჩამოწერის ოპერაციების სისწორის კონტროლი;
** ყოველთვიურად საბუღალტრო ბაზის გადახურვა, ე. წ თვის დახურვის ოპერაციები დადგენილ ვადაში;
** კომპანიაში დაგეგმილი ფინანსური მაჩვენებლების (გაყიდვები, მომგებიანობა, ხარჯები) ყოველდღიური კონტროლი;
** დებიტორებისა და კრედიტორების ანალიზი;
** ბუღალტერთან შეთანხმებული, კომპანიისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება და ორგანიზება;
** გადარიცხვების წარმოება;
** ყოველთვიური ანგარიშგებებისა და ცხრილების წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირება/ფინანსების მიმართულებით;
** მინ. 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე;
** ინგლისური ენისა და რუსული ენის ცოდნა (აუცილებელია). ბუღალტერია წარმოებს ინგლისურ ენაზე;
** საგადასახადო კანონმდებლობის და ბუღალტერიის ცოდნა;
** MS Office - განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
ხელფასი: 1600 ლარი
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე ელ. ფოსტა
