კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი - ჰოლდინგური კომპანია

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

ჰოლდინგური კომპანია
თბილისი
სრული
8 ივლისი 2026
8 აგვისტო 2026

ჰოლდინგური კომპანია , რომელიც წარმატებით ოპერირებს B2B და B2C მომსახურებისა და სერვისების სექტორში და იკავებს წამყვან პოზიციებს ბაზარზე, აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიციის მიზანი:

კორპორატიული კლიენტების ბაზის აქტიური გაფართოება, ახალი ბიზნეს შესაძლებლობების გენერირება და გაყიდვების გეგმების მაქსიმალური შესრულება.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კორპორატიული კლიენტების მუდმივი მოძიება, მათი საჭიროებების იდენტიფიცირება, შეხვედრების ორგანიზება და სერვისების ეფექტური პრეზენტაცია.

** ინდივიდუალური კომერციული წინადადებების მომზადება, მოლაპარაკებების პროფესიონალურად წარმოება და გარიგებების წარმატებით დახურვა.

** არსებულ და ახალ კორპორატიულ კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორობის ჩამოყალიბება და პორტფელის მუდმივი განვითარება.

** ყოველთვიური და კვარტალური გაყიდვების გეგმების სტაბილური შესრულება და მენეჯმენტთან დეტალური ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის, მარკეტინგის ან ფინანსების მიმართულებით).

** B2B სექტორში კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

** მოლაპარაკებების ეფექტურად წარმოების უნარი.

** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.

** ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ფლობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 18:00 სთ.

** ადგილმდებარეობა: თბილისი

** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ განაცხადი ბმულზე: https://forms.gle/zjSdCxwGqxAKYcbK8

B2B გაყიდვებიმოლაპარაკებებიCRM სისტემებიინგლისური ენარუსული ენა