ადგილმდებარეობა: თბილისი (ჰიბრიდული რეჟიმი - კვირაში 2 დღე ოფისში)

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-19:00

სამუშაო ტიპი: ჰიბრიდული, სრული განაკვეთი

საქმიანობა

ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და დეტალებზე ორიენტირებულ ბუღალტერს , რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის საბუღალტრო პროცესების სწორ და დროულ წარმოებას.

ძირითადი ფუნქციებია:

** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება;

** საბანკო ამონაწერების ასახვა და შეჯერება;

** შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა;

** ანგარიშფაქტურებისა და აქტების მომზადება;

** საგადასახადო ვალდებულებების შესრულების პროცესში მონაწილეობა;

** მენეჯმენტისთვის ფინანსური ინფორმაციის მომზადება;

** ბუღალტრული აღრიცხვის სიზუსტის უზრუნველყოფა.

სამუშაო კატეგორია: ფინანსები/ბუღალტერია/აუდიტი

გამოცდილება: მინიმუმ 2 წელი (სასურველია)

ანაზღაურება: შეთანხმებით

ანაზღაურების ტიპი: თვიური

რატომ უნდა იმუშაო ჩვენს კომპანიაში

** ჰიბრიდული სამუშაო რეჟიმი

** კონკურენტული ანაზღაურება

** სტაბილური და მეგობრული გარემო

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა

** დამოუკიდებლად მუშაობის მაღალი ხარისხი

** თანამედროვე სამუშაო პროცესები

** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა

რა შედეგს უნდა მიაღწიო

პოზიციაზე წარმატებული თანამშრომელი:

** უზრუნველყოფს საბუღალტრო აღრიცხვის სრულ სიზუსტეს;

** ყველა დოკუმენტს ამუშავებს დროულად;

** არ დააგვიანებს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას;

** უზრუნველყოფს ფინანსური მონაცემების სანდოობას;

** ეფექტურად მართავს სამუშაო დროს როგორც ოფისიდან, ისე დისტანციურად;

** აქტიურად თანამშრომლობს კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან.

დამატებითი ჩანაწერი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ფინანსების, ეკონომიკის ან ბუღალტერიის მიმართულებით განათლება;

** საქართველოს საგადასახადო სისტემის საბაზისო ცოდნა;

** Excel-ის ცოდნა;

** სასურველია Balance, Oris ან სხვა საბუღალტრო პროგრამის ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

** დამოუკიდებლად მუშაობისა და დროის მართვის უნარი.

სამუშაო პირობები:

** ჰიბრიდული რეჟიმი (კვირაში 2 დღე ოფისში);

** სრული განაკვეთი;

** ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

განაცხადის მიღება

დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელ.ფოსტაზე:

Excelსაგადასახადო კანონმდებლობაBalanceOrisბუღალტრული აღრიცხვა