სოციალური მედიის მენეჯერი
Room Designჩვენ შესახებ"
"Room Design" წარმოადგენს პრემიუმ კლასის დიზაინ სტუდიასა და კონცეპტუალურ მულტიბრენდულ შოურუმს, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ მომხმარებლებმა ისარგებლონ მაღალი კლასის მომსახურებით - გამორჩეულ და კომფორტულ გარემოში, რომლის ძირითადი და უმთავრესი ღირებულებაა - იყოს მომხმარებელზე მორგებული და მუდმივად ზრუნავდეს მომხმარებელზე, შესთავაზოს სიახლეები, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.
პოზიციის შესახებ:
ვეძებთ პროფესიულად ძლიერ, კრეატიულ და სტრატეგიულად მოაზროვნე Social Media Manager-ს , რომელიც შეძლებს ჩვენი ბრენდის ციფრული იმიჯის ფორმირებას.
ეს პოზიცია არ არის მხოლოდ პლატფორმების მართვა — ეს არის ბრენდის ისტორიის გადმოცემა, ემოციის შექმნა და დიზაინის ციფრულ ენაზე თარგმნა.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** ბრენდის სოციალური მედიის არხების მართვა (Instagram, Facebook, Pinterest, LinkedIn, Behance);
** პრემიუმ სტილის შესაბამისი კონტენტ სტრატეგიის შექმნა და განხორციელება;
** მაღალი ხარისხის ვიზუალური კონტენტის შექმნა (ფოტო/ვიდეო — Reels, Stories, Posts);
** ბრენდის ტონისა და ესთეტიკის თანმიმდევრული შენარჩუნება;
** კონტენტ კალენდრის დაგეგმვა და მართვა;
** საერთაშორისო ტრენდების ანალიზი და ადაპტაცია;
** რეკლამების მართვა და ბრენდის ერთიანი კომუნიკაციის კონტროლი;
** ვებგვერდების ადმინისტრირება; სტრატეგიული კონტენტის განვითარება;
** მარკეტინგული აქტივობების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** რეპორტინგი/ანგარიშგების წარმოება;
** მონაწილეობის მიღება სარეკლამო ღონისძიებებში;
** ბლოგების და თემატური სტატიების პერმანენტულად წერა და (წერის კულტურა გამოქვეყნება შესაბამისი კრეატიული მარკეტინგული ხერხების გამოყენებით;
** შედეგების ანალიზი და კონტენტის მუდმივი გაუმჯობესება.
კრეატიული და ტექნიკური უნარები:
პოზიცია მოითხოვს კონტენტის შექმნაში აქტიურ ჩართულობას:
** ფოტო და ვიდეო გადაღებისა და დამუშავების ძლიერი უნარები
** შემდეგი პროგრამების ცოდნა:
- Adobe Photoshop
- Adobe Illustrator
- Adobe Premiere Pro
- After Effects
- CapCut / Canva
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 4-5 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** ძლიერი ვიზუალური და ესთეტიკური ხედვა
** გამართული კომუნიკაციისა და copywriting-ის უნარი (ინგლისური ენა სავალდებულოა)
** გამოცდილება დიზაინის, არქიტექტურის ან პრემიუმ ბრენდებთან (სასურველია)
პიროვნული თვისებები:
** დახვეწილი გემოვნება და დეტალების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება
** ბრენდის აღქმისა და სტილის ბუნებრივი შეგრძნება
** კრეატიული აზროვნება სტრატეგიულ ხედვასთან ერთად
** მაღალი პასუხისმგებლობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** იდეების ვიზუალურ ისტორიებად გარდაქმნის უნარი
დამატებითი უპირატესობა:
** ინტერიერის დიზაინის ან არქიტექტურის სფეროს ცოდნა
** პრემიუმ / ლუქს სეგმენტთან მუშაობის გამოცდილება
** AI ინსტრუმენტების გამოყენება კონტენტის შესაქმნელად
** SEO (Search Engine Optimization) პრინციპების ცოდნა, მათ შორის საკვანძო სიტყვების კვლევა, კონტენტის ოპტიმიზაცია (meta titles, descriptions, headings, alt ტექსტები), Google Search Console-ისა და Google Analytics გამოყენება, ასევე ორგანული ტრაფიკის ანალიზი და კონტენტ სტრატეგიასთან ინტეგრაცია. On და Off-page SEO-ის საფუძვლების ცოდნა
რას გთავაზობთ:
** კრეატიულ და შთამაგონებელ სამუშაო გარემოს
** მუშაობას საერთაშორისო პრემიუმ ბრენდებთან
** მონაწილეობას მაღალი კლასის დიზაინ პროექტებში
** პროფესიული და კრეატიული განვითარების შესაძლებლობას
დამატებითი ინფორმაცია:
** ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 19:00
შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება ტესტირება, რის შემდეგაც გაიმართება პირადი გასაუბრება.
გისურვებთ წარმატებას!
განაცხადის მიღების პირობები.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ:
** რეზიუმე (CV) ფოტოსურათით
** სამოტივაციო წერილი
ელექტრონულ მისამართზე: ელ. ფოსტა
გთხოვთ, წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება:
სოციალური მედიის მენეჯერი (Digital / Social Media Manager)
დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ:
www.roomdesigngallery.ge
www.roomdesignstudio.ge
https://www.facebook.com/roomdesign.ge/
