ხარჯთაღმრიცხველი
კაპიტელი ქონსთრაქშენიშპს "კაპიტელი ქონსთრაქშენი" არის მრავალპროფილური სამშენებლო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს სამშენებლო, საპროექტო და საკონსულტაციო მომსახურებებს. კომპანიის ზრდასთან ერთად ვეძებთ მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და განვითარებაზე ორიენტირებულ ხარჯთაღმრიცხველს .
თბილისი, დავით თავხელიძის ქ. №1ა
ძირითადი მოვალეობები:
** ხარჯთაღრიცხვების მომზადება და ანალიზი;
** საპროექტო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის შესწავლა;
** სამუშაო მოცულობების ამოთვლა ნახაზების მიხედვით;
** კომერციული წინადადებების და ფორმა N2-ების მომზადებაში მონაწილეობა;
** მომწოდებლებისა და ქვეკონტრაქტორების ფასების მოძიება და ანალიზი.
სამუშაოების ძირითადი მიმართულებები:
** შიდა სარემონტო სამუშაოები (Fit-Out);
** ფასადების მოწყობა და მოპირკეთება;
** სახურავების მოწყობა და რეაბილიტაცია;
** გარე ტერიტორიების კეთილმოწყობა;
** საინჟინრო სისტემების (MEP) მოწყობა.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სამოქალაქო მშენებლობის მიმართულებით;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ხარჯთაღმრიცხველის ან მსგავს პოზიციაზე;
** MS Excel-ის, AutoCAD-ის და ArchiCAD-ის ცოდნა;
** ტექნიკური დოკუმენტაციისა და საპროექტო ნახაზების წაკითხვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
** ჰიბრიდული სამუშაო რეჟიმი - კანდიდატს შეუძლია კვირაში 2 დღე იმუშაოს ოფისიდან, ხოლო დანარჩენი დღეები დისტანციურად;
** ანაზღაურება: 2, 000 ლარი (NET)
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
** თანამედროვე და პროფესიონალური სამუშაო გარემო
CV გამოგვიგზავნეთ ელფოსტის მისამართზე: ელ. ფოსტა .
