საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ აცხადებს ვაკანსიებს:

1. ანაზღაურებადი სტაჟირება - რექტორის ასისტენტი

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

სამუშაო დრო ორშაბათი-პარასკევი 10.00 დან 18.00 სთ-მდე

ანაზღაურება 800 (რვაასი) ლარი ხელზე ასაღები

ფუნქცია-მოვალეობები:

** რექტორის სამუშაო კალენდრის ორგანიზება, შეხვედრების დაგეგმვა და პრიორიტეტების განსაზღვრა;

** შემოსული და გასული ოფიციალური წერილების, ელექტრონული ფოსტისა და სატელეფონო კომუნიკაციის მართვა კომპეტენციის ფარგლებში;

** რექტორის მითითებით დოკუმენტაციების მომზადება, აღრიცხვა და არქივირება;

** რექტორის სტუმრებისა და ოფიციალური დელეგაციების მიღება და მასპინძლობა;

** შეხვედრების, ვიზიტებისა და ოფიციალური ღონისძიებების ორგანიზაციული მხარდაჭერა;

** სასტუმროების, ავიაბილეთებისა და საქმიანი ვიზიტების დაგეგმვა/დაჯავშნა;

** რექტორის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტის სტატუსი;

** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (სავალდებულო); ჩინური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

** MS Office პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.

აუცილებელი უნარები:

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;

** მრავალდავალებიან გარემოში მუშაობის უნარი;

** პრობლემების იდენტიფიცირებისა და ანალიზის უნარი;

** მოქნილობა და ცვლილებებთან ადაპტაციის უნარი;

** კონფიდენციალურობის დაცვისა და პროფესიული ეთიკის დაცვა.

დაინტერესებულმა აპლიკანტმა გამოაგზავნეთ რეზიუმე / CV და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

2. ბიზნესის სკოლის საბაკალავრო პროგრამის (ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი) ხელმძღვანელი

სამუშაოს აღწერილობა:

** საგანმანათლებლო პროგრამ (ებ)ის შემუშავების პროცესის ორგანიზება;

** პროგრამის დაგეგმვისა და შემუშავების პროცესში დაინტერესებული მხარეების მაქსიმალურ ჩართულობის უზრუნველყოფა სხვადასხვა ფორმით;

** საგანმანათლებლო პროგრამ (ებ)ის განვითარების უზრუნველყოფა;

** პოტენციური სტუდენტების მოზიდვის აქტივობებში მონაწილეობა;

** ინფორმაციის მოთხოვნა/გაცვლა სკოლისგან, სტუდენტებთან, გარე სააგენტოებსა და პარტნიორებთან პროგრამის ფარგლებში;

** ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან თანამშრომლობა პროგრამ (ებ)ის შეფასების ჭრილში და მიღებული უკუკავშირის საფუძველზე, სკოლასთან თანამშრომლობით ცვლილებების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დოქტორის აკადემიური ხარისხი

** უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირების, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სტრუქტურის, კურიკულუმის, სილაბუსისა და საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებული საკითხების ცოდნა, რაც დასტურდება სამუშაო გამოცდილებით;

** საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ ან ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;

** სავალდებულოა ინგლისურ ენაზე მეტყველებისა და წერის კარგი უნარები არანაკლებ B2 დონისა.

** კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms. Word, Ms. Excel, Ms. Power Point, Outlook) კარგად ცოდნა.

საჭირო უნარები:

** გუნდის მართვისა და განვითარების უნარი;

** ეფექტური კომუნიკაციის (ზეპირი და წერილობითი) უნარი;

** გადაწყვეტილებების მიღების უნარი;

** ანალიტიკური და სისტემური აზროვნების უნარი;

** პრეზენტაციის უნარი.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი,

სამუშაო გრაფიკი შერეული

დაინტერესებულმა აპლიკანტმა გამოაგზავნეთ .რეზიუმე / CV გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

MS Officeინგლისური ენაკომუნიკაციადროის მენეჯმენტიორგანიზებულობაპრეზენტაციის უნარი