შპს "მაქსთერმი" რომელიც 2005 წლიდან პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე, როგორც ერთ-ერთი ლიდერი კომპანია გათბობის, გაგრილების, სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემების მოწყობის მიმართულებით, აცხადებს ვაკანსიას საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის 149

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში მიღებული პროდუქციის დაცლა, ზედნადების მიხედვით მითვლა და დასაწყობება;

** მომხმარებლის შეკვეთების ოპერატიულად გამზადება;

** გამზადებული შეკვეთების მომხმარებლისთვის მითვლა შესაბამისი დოკუმენტაციის მიხედვით და დატვირთვა;

** მატერიალური ფასეულობების აღწერაში მონაწილეობის მიღება;

** უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

კანდიდატის პროფილი:

** საწყობში მუშაობის გამოცდილება;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** პასუხისმგებლობა;

** პუნქტუალურობა.

კომპანია გთავაზობთ:

ჯანმრთელობის დაზღვევას;

დამატებითი თავისუფალი დღე (ე.წ day off);

სამუშაო საათები: 09:30-18:00 ორშაბათი-შაბათი; (1 მოკლე დღე)

ხელფასი + ბონუსი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:

და ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - საწყობის სპეციალისტი.

საწყობის მართვაზედნადებთან მუშაობაგუნდური მუშაობაპასუხისმგებლობაპუნქტუალურობა