მძღოლი - ტექნეტი

მძღოლი

ტექნეტი
სრული
1800 ₾/თვე
9 ივლისი 2026
9 აგვისტო 2026

IT კომპანია "ტექნეტი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2014 წლიდან. კომპანია არის ისეთი წამყვანი ბრენდების ავტორიზებული პარტნიორი როგორებიცაა: HPE, Dell, Cisco, Hikvision და ა.შ.

კომპანია "ტექნეტი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

დამატებითი ინფორმაცია:

** ანაზღაურება: 1800 (ათასრვაასი)₾ (ხელზე ასაღები)

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 09:30-19:00 სთ

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის კუთვნილი ავტომანქანით პროდუქციის დროული და ხარისხიანი მიწოდება;

** გადასაზიდი საქონლის ვიზუალური დათვალიერებით შეფასება და მითვლა, ასევე მომხმარებლისთვის ჩაბარება;

** მანქანაზე/ში საქონლის სწორად დალაგება-განაწილება, რათა უზრუნველყოფილი იქნას მაქსიმალური დაცულობა და უსაფრთხოება;

** ავტო-მანქანის მოვლა-პატრონობა და სისუფთავე;

** საგზაო წესების დაცვა

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მძღოლად მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;

** მართვის მოწმობა (B კატეგორია);

** სასურველია GPS-ის და ელექტრონული რუკის გამოყენების ცოდნა.

სასურველი უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობიანი;

** დისციპლინირებული;

** მოწესრიგებული;

** ენერგიული;

** შრომისმოყვარე;

** პუნქტუალური.

რას გთავაზობთ:

** პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;

** საწვავით უზრუნველყოფას

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: და პოზიციის დასახელებაში მიუთითეთ "მძღოლი".

გისურვებთ წარმატებას.

B კატეგორიის მართვის მოწმობაGPS-ის გამოყენებაპასუხისმგებლობაპუნქტუალურობა