გაყიდვების კონსულტანტი - FLO

გაყიდვების კონსულტანტი

FLO
რეგიონები
1020 ₾/თვე
25 ივლ
25 აგვ

"FLO Georgia" წარმოადგენს "FLO Group"-ის შვილობილ კომპანიას. ჯგუფი ფლობს რამდენიმე საკუთარ ბრენდს, მათ შორის Kinetix, Lumberjack და Polaris, რომლებიც ძირითადად ყოველდღიური მოხმარებისა და სპორტული სტილის პროდუქციას მოიცავს.

საკუთარი ბრენდების გარდა, კომპანია თანამშრომლობს ისეთ გლობალურ ბრენდებთან, როგორიცაა Adidas, Nike, Puma, Reebok და სხვა.

"FLO Group" აერთიანებს 650-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს მასშტაბით, ძირითადად თურქეთში, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში. საქართველოში FLO Group წარმოდგენილია FLO-სა და InStreet-ის მაღაზიების ქსელით.

ვაკანსია: გაყიდვების კონსულტანტი

ლოკაცია:

თბილისი - ისთ ფოინთი

თბილისი - გლდანი სითი მოლი

ბათუმი - მეტრო სითი

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი — 6 სამუშაო დღე, 1 დასვენების დღე (თვეში 160 საათი), ცვლებში

ანაზღაურება: 1020 ლარი (NET) + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის თავაზიანი და ყურადღებიანი მომსახურება;

** მომხმარებლის ინფორმირება პროდუქციის მახასიათებლებისა და ასორტიმენტის შესახებ;

** მომხმარებლის დახმარება სასურველი პროდუქციის შერჩევასა და მოძიებაში;

** საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის შესახებ სრული და დეტალური ინფორმაციის მიწოდება;

** ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა მომხმარებელთან;

** მაღაზიაში პროდუქციის მოწესრიგება და სწორი განთავსება;

** პროდუქციის სრულყოფილი და მიმზიდველი წარმოდგენის უზრუნველყოფა სავაჭრო სივრცეში.

ბენეფიტები:

** 30%-იანი თანამშრომლის ფასდაკლება "FLO Group"-ის მაღაზიებში;

** ბონუსური სისტემა;

** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;

** მეგობრული, მხარდამჭერი და გუნდური სამუშაო გარემო.

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარები შეესაბამება აღნიშნულ პოზიციას, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე:

ელფოსტის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ იმ მოლის დასახელება, რომელ ვაკანსიაზეც აგზავნით განაცხადს (მაგ.: "გაყიდვების კონსულტანტი - ბათუმი მეტრო სითი").

მომხმარებელთა მომსახურებაეფექტური კომუნიკაციაგაყიდვები