მედიცინის სკოლის სასწავლო პროცესის მართვის კოორდინატორი - აღმოსავლეთ-დასავლეთ სასწავლო უნივერსიტეტი

შპს "აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას მედიცინის სკოლის სასწავლო პროცესის მართვის კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

მიმწოდებელი: შპს აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი

სამუშაო განაკვეთი: 10:00 - დან 18:00 - მდე (დასვენების დღეები შაბათი/კვირა)

ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები

** სტუდენტების რეგისტრაცია, მათი სასწავლო პროცესებში ორიენტირება, სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სათანადო ინფორმაციის მიწოდება.

** მედიცინის სკოლის სასწავლო პორტალის ადმინისტრირება.

** გამოცდების ადმინისტრირება და მონიტორინგი:

** მედიცინის სკოლის გამოცდების ორგანიზება და საგამოცდო სისტემის გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა;

** სტუდენტებისა და ლექტორებისთვის გამოცდებთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;

** სტუდენტებისთვის აპელაციის პროცესის ორგანიზება.

** სტუდენტთა კონსულტირება სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე;

** ლექტორებისა და სტუდენტების ინფორმირება უნივერსიტეტის სასწავლო სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. მინიმუმ ბაკალავრის დიპლომი.

2. სასურველია სამუშაო გამოცდილება სასწავლო პროცესის მართვის მიმართულებით;

3. ინგლისური ენის სულ მცირე C1 დონე (ვერბალური და წერითი კომუნიკაციის გამართული ცოდნა)

ცოდნა და უნარები:

** პუნქტუალურობა.

** დეტალებზე ორიენტირებულობა.

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძობა.

** დროის ეფექტურად მართვა.

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ცოდნა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

"აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

ვაკანსიაზე განაცხადის შემოტანით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, უნივერსიტეტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია, რომელიც ჩვენი კომპანიის მიერ დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას შეინახოს და დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მიღებიდან 1 წლის განმავლობაში, შემდგომი დასაქმების შეთავაზებებისთვის. თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.

ინგლისური ენაWordExcelPowerPointკომუნიკაციადროის მართვა