ტრანსპორტისა და ავტოპარკის კოორდინატორი
არომაპროდუქტიკომპანია "არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" 2006 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანა/შეგროვებას, გადამუშავება/წარმოებას და რეალიზაციას. ჩვენ ვმართავთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაშენებულ ორგანული ბაღებს ყვარელში, თანამედროვე
ტექნოლოგიებით აღჭურვილი წარმოებას ყვარელსა და თბილისში, საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელს და 2020 წლიდან საქართველოს ბაზარზე საცალო ვაჭრობას, თბილისის და ბათუმის დიდ სავაჭრო ცენტრებში წარმოდგენილი ორგანული ბარების სახით.
ჩვენი საექსპორტო ბაზარი 40 ქვეყანას მოიცავს: აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა, ავსტრალია, იაპონია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა, სამხრეთ აფრიკა და ა.შ.
კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს საქართველოს, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, ორგანული მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუ თხით.
დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ. გვერდზე http://www.georgiasnatural.com ან Facebook გვერდზე georgias natural
"არომაპროდუქტი / Georgia`s Natural" ეძებს გუნდის ახალ წევრს ტრანსპორტისა და ავტოპარკის კოორდინატორის პოზიციაზე.
პოზიციის მიზანია კომპანიის ავტოპარკის, ადგილობრივი ტრანსპორტირების, მძღოლების, საწვავის რესურსების, სატრანსპორტო დოკუმენტაციისა და ავტომობილების ტექნიკური გამართულობის ეფექტიანი და შეუფერხებელი მართვა.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო საათები: 09:00-18:00
ფუნქციები და მოვალეობები:
- კომპანიის კუთვნილი ავტოპარკის ეფექტური მართვა და კოორდინაცია;
- ადგილობრივი მარშრუტების დაგეგმვა;
- ნედლეულის, შესაფუთი მასალებისა და სხვა ტვირთების დროული გადაადგილების ორგანიზება;
- მძღოლების ყოველდღიური სამუშაოს დაგეგმვა, დავალებების განაწილება და შესრულების მონიტორინგი;
- საწვავის მოხმარების კონტროლი, ლიმიტების ადმინისტრირება და ხარჯების ანალიზი;
- ავტომობილების ტექნიკური მომსახურების, გეგმიური სერვისების, ტექდათვალიერებისა და დაზღვევის ვადების კონტროლი;
- ავტომობილების ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირების ორგანიზება;
- ავტოპარკთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და რეესტრების წარმოება;
- საგზაო ჯარიმების, ინციდენტებისა და შესაბამისი რეაგირების ადმინისტრირება;
- ტრანსპორტირების პროცესების ოპტიმიზაციისა და ხარჯების შემცირების მიზნით ინიციატივების წარდგენა;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ლოჯისტიკის, ტრანსპორტის, ბიზნესის ადმინისტრირების ან შესაბამისი მიმართულებით;
- სატრანსპორტო ლოჯისტიკის, ავტოპარკის ან ოპერაციების მართვის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
- ავტოპარკის მართვისა და ტრანსპორტირების პროცესების ორგანიზების გამოცდილება;
- Microsoft Office-ის პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ის) კარგი ცოდნა;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
უნარები:
- დაგეგმვისა და ორგანიზების ძლიერი უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- პრობლემების ეფექტიანი გადაჭრის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მოლაპარაკებისა და კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტიანი მართვა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მზად ხართ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელ.ფოსტაზე ელ. ფოსტა . გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება - "ტრანსპორტისა და ავტოპარკის კოორდინატორი".
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ასევე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვდეს და განხილულ იქნეს კომპანიის სხვა შესაბამის ვაკანტურ პოზიციებზე.