შემოუერთდი "TNET" -ის ციფრულ ეკოსისტემას MyMarket.ge-ის Content Specialist -ის პოზიციაზე!

www.tnet.ge

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა;

სამუშაო გრაფიკი: სრული, ჰიბრიდული, 10:00-19:00.

შენი როლი "თინეთში":

** საიტზე, მომხმარებლის მიერ განთავსებული კონტენტის (პროდუქტის მახასიათებლების, ფოტომასალის, დასახელებების) სისწორის გადამოწმება შესაბამისად დადასტურება ან დაბლოკვა;

** საჭიროების შემთხვევაში პროდუქტის აღწერის გრამატიკულად გამართვა, რედაქტირება;

** მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდის მიერ დაფიქსირებული ხარვეზების გასწორება, აღმოფხვრა, ან შესაბამის დეპარტამენტში გადამისამართება.

ეს ვაკანსია შენთვის საინტერესოა, თუ:

** გაქვს მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

** გაქვს ქართულ ენაზე გამართული წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

** ფლობ საოფისე პროგრამებს.

"თინეთში" დაგხვდება:

** ცოდნის გაზიარების და უწყვეტი სწავლების კულტურა;

** ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი;

** მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები;

** სრული მხარდაჭერა შენი განვითარების გზაზე;

** ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოსვლისთანავე გაგიაქტიურდება;

** კორპორატიული შეთავაზებები ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის და შენი კომფორტისთვის;

** მოქნილი სამუშაო გარემო.

თუ გსურს, რომ შემოუერთდე საქართველოში ყველაზე დიდ ციფრულ ეკოსისტემას გამოგვიგზავნე რეზიუმე და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება:

პერსონალური მონაცემების დაცვა:

შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:

** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;

** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ;

** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge;

** რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

კონტენტის მართვაქართული ენასაოფისე პროგრამებირედაქტირება