IT სპეციალისტი - მონეტა ექსპრეს ჯორჯია
ქუთაისი
სრული
4 ივლისი 2026
4 აგვისტო 2026

"მონეტა ექსპრეს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ორგანიზაციის ობიექტებში ქსელის, კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

** ციფრული კამერების, პერიფერიული მოწყობილობების (ციფრული ხელმოწერის პადები, პრინტერი, სკანერი და სხვ.) ინსტალაცია, გამართვა, კონფიგურირება;

** ოპერაციული სისტემების, კომპიუტერული პროგრამების ინსტალაცია და მხარდაჭერა;

** თანამშრომლების მხარდაჭერა სხვადასხვა ტიპის ტექნიკური და პროგრამული პრობლემების მოგვარებაში.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება კომპიუტერულ მეცნიერებათა განხრით; (მიიღებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც)

** IT მხარდაჭერის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;

** კომპიუტერული ქსელებისა და საკაბელო სისტემების მოწყობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;

** კომპიუტერის ტექნიკური მხარეებისა და ოპერაციული სისტემების ცოდნა;

** პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხვა) - ინსტალაციისა და კონფიგურაციის გამოცდილება;

** ახალი გამოცდილების მიმღებლობა და სწრაფად ათვისების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ (ბენეფიტები):

** ჯანმრთელობის დაზღვევა;

** მეგობრული სამუშაო გარემო.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე:

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

"მონეტა ექსპრესი" გისურვებთ წარმატებას და მადლობას გიხდით ვაკანტური ადგილით დაინტერესებისათვის.

IT მხარდაჭერაქსელური ადმინისტრირებაოპერაციული სისტემებიპერიფერიული მოწყობილობები