ოფის მენეჯერი - Infinity Ventures Holding

ოფის მენეჯერი

Infinity Ventures Holding
თბილისი
სრული
7 ივლისი 2026
7 აგვისტო 2026

" Infinity Ventures Holding " (IVH) წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც წარმატებით ოპერირებს MEP (მექანიკური, ელექტრო და სანტექნიკური სისტემების) საინჟინრო სფეროში.

ჰოლდინგის სტრუქტურაში აერთიანებს შემდეგ კომპანიებს:

** Layout Project - MEP სისტემების დიზაინი და პროექტირება;

** Baumer - MEP სისტემების მონტაჟი და ტექნიკური მომსახურება;

** Welt - MEP მასალებისა და აქსესუარების იმპორტი;

** Air Top - იაპონური HVAC ბრენდის Daikin-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

** ჩვენი გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.

"Infinity Ventures Holding" აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია/მოვალეობები:

** სატელეფონო და მეილების შემოსული და გასული კორესპონდენციის მართვა;

** შეხვედრების ოთახის რეზერვაციის უზრუნველყოფა;

** სტუმრების მიღება და მითინგრუმის მოწესრიგება;

** საკანცელარიო შეკვეთების გაკეთება ყველა კომპანიისთვის ცალ ცალკე (თვეში ერთხელ ან ორჯერ);

** ოფისში სხვადასხვა ტექნიკური გაუმართაობის აღმოფხვრის უზრუნველყოფა (სამეურნეო დეპარტამენტის დახმარებით);

** ტაქსის გამოძახების უზრუნველყოფა და რეპორტინგი;

** საპარკინგე სივრცესთან დაკავშირებით განახლებები;

** კომპანიის საკუთრებაში არსებული ტექნიკის გადაცემა თანამშრომლებზე და მისი აღრიცხვა - ადმინისტრაციულ მენეჯერთან შეთანხმებით;

** კორპორაციული ნომრების შეძენა / გადაცემა თანამშრომლებისთვის, მისი აღრიცხვა;

** სამეურნეო მასალების აღრიცხვა და შეკვეთის ორგანიზება;

** საოფისე ინვენტარისა და მატერიალური რესურსების აღრიცხვა, მარაგების კონტროლი და დროული შევსების უზრუნველყოფა;

** ჩარიცხვების მონიტორინგი;

** დოკუმენტების სკანირება და დაარქივება;

** კორპორაციული ნომრების მართვა/თანხის ჩარიცხვების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება აუცილებელია 1 წლამდე`

** MS Office პროგრამების საბაზისო ცოდნა (Word, Excel, Outlook);

** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

** კომუნიკაციისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ფორმატი: სრული, კვირაში 5 დღე, 10:00-19:00;

** სამუშაო ადგილი: თბილისი, სტანისლავსკის N1, მ. მაჭავარიანის N65

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

MS OfficeWordExcelOutlookკომუნიკაციადროის მართვა