ჰოსტესი - სასტუმრო ხედი
თბილისი
სრული
14/05/2026
14/06/2026

კომპანიის შესახებ: სასტუმრო " ხედი" (Khedi Hotel) წარმოადგენს 4-ვარსკვლავიან, პრემიუმ კლასის ლოკაციას თბილისის ისტორიულ ნაწილში, ავლაბარში. სასტუმროს ერთ-ერთ გამორჩეულ მიმართულებას წარმოადგენს "ხედი სუში ბარი", სადაც მომხმარებელს ხვდება ბუტიკის სტილის გარემო, ზამთრის ბაღი და უმაღლესი ხარისხის იაპონური სამზარეულო.

სასტუმრო "ხედის" რესტორანი აცხადებს ვაკანსიას ჰოსტესის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი

გრაფიკი: სრული (5/2 - 9 სთ ცვლა, 1 სთ შესვენება)

ცვლები:

** 8:00 - 17:00

** 14:00 - 23:00

** 16:00 - 01:00 (ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია).

ფუნქცია-მოვალეობები:

** რესტორნის სტუმრების დახვედრა;

** სტუმრებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;

** მაგიდების რეზერვაციებისა და განლაგების მართვა;

** რესტორნის არსებული სტანდარტების და წესების დაცვა.

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უცხო ენების ცოდნა

** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა

** დეტალებზე ორიენტირებულობა

** გუნდურად მუშაობის უნარი

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი და ფიტპასი;

** უფასო კვება სასტუმროს პერსონალის სასადილოში;

გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე:

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ჰოსტესი"

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას, რომ შპს "ხედმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

უცხო ენებიპუნქტუალურობაორგანიზებულობაგუნდური მუშაობასტუმრების დახვედრარეზერვაციების მართვა