სასწავლო/ ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერის სპეციალისტი - კოლეჯი ბლექსი

სასწავლო/ ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერის სპეციალისტი

კოლეჯი ბლექსი
ქედა
სრული
1175 ₾/თვე
20/05/2026
20/06/2026

სსიპ კოლეჯი "ბლექსი" აცხადებს ვაკანსიას სასწავლო და ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

მისამართი - ქედა, წერეთლის ქ. N4

განცხადების პერიოდი - 20.05.2026 - 20.06.2026

თანამდებობრივი სარგო - 1, 175 ლარი

ადგილების რაოდენობა - 1

სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი

ფუნქცია მოვალეობები:

** სასწავლო ცხრილების შემუშავება;

** მოდულური პროგრამების სასწავლო ცხრილების ატვირთვა ელექტრონულ ჟურნალში, მისი საჯაროობის უზრუნველყოფა;

** კოლეჯში დასაქმებული პირების, პროფესიული სტუდენტების, მსმენელებისა და კოლეჯის ტერიტორიაზე მყოფი პირების სასწავლო პროცესში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კონტროლი;

** მატერიალურ ჟურნალში/ელექტრონულ ჟურნალში პროფესიულ სტუდენტთა სწრებადობის აღრიცხვის კონტროლი, თვის ბოლო სასწავლო კვირაში და სამ სამუშაო დღეში eFlow - საშუალებით, ინფორმაციის წარმოდგენა იმ პროფესიულ სტუდენტთა შესახებ, რომელთაც გაცდენების გამო უნდა შეუწყდეთ სტატუსი;

** შეფასების უწყისის შედგენა და პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის მიწოდება;

** ჩართულობა საპროფორიენტაციო მუშაობაში;

** პროფესიული სტუდენტების/მსმენელების მეცადინეობებზე დასწრების კონტროლი;

** სასწავლო პროცესის წარმოებისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის წარმოება;

** შეფასების მტკიცებულებების და შეფასების უწყისების გადაბარება პროფესიული განათლების მასწავლებლისგან;

** პროფესიული სტუდენტების/მსმენელების მხარდაჭერის ღონისძიებებში ჩართულობა, მათი ინფორმირება/კონსულტირება სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებში;

** სამკითხველო ოთახის ფუნქციონირების მხარდაჭერა;

** პროფესიული სტუდენტებისათვის ელექტრონული სასწავლო რესურსების წვდომასთან დაკავშირებით კონსულტაციების ჩატარება;

** პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების (მათ შორის, სპორტული, კულტურულ - შემოქმედებითი და სხვა) მხარდაჭერა;

** მოქალაქეების, პროფესიული სტუდენტების/მსმენელების განცხადებების კოლეჯის ოფიციალურ მისამართზე გადაგზავნა საქმისწარმოების ავტომატიზირებულ სისტემაში - "eflow" რეგისტრირების მიზნით;

** პროფესიული სტუდენტებისა და მსმენელების ხელშეკრულებების რეგისტრაციის უზრუნველყოფა;

** მოქმედი კანონმდებლობით, კოლეჯის წესდებით შინაგანაწესით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულება.

მინიმალური განათლება: მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

მუშაობის გამოცდილება: სასურველია ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება

საკვალიფიკაციო მოთხოვნა:

** უნდა იცნობდეს საქართველოს კანონს "პროფესიული განათლების შესახებ";

** პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულება;

** სწავლებისა და შეფასების მეთოდოლოგიას;

** კოლეჯის წესდებას;

** კოლეჯის შინაგანაწესს.

დამატებითი ცოდნა:

აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა.

დამატებითი ინფორმაცია - ვაკანტურ თანამდებობაზე ვერ დაინიშნება პირი, რომელიც ნასამართლევია "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან ბრძოლის შესახებ: საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის.

საგამოცდო ვადა: ვაკანტურ თანამდებობაზე დაინიშნება პირი 6 თვის საგამოცდო ვადით.

კონკურსის ეტაპები:

1. განცხადების გადარჩევა

2. გასაუბრება

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და დიპლომი ელექტრონულ მისამართზე: გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

კოლეჯი "ბლექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

MS Officeსაქმისწარმოებადოკუმენტაციის მართვაპროფესიული განათლების კანონმდებლობაკომუნიკაცია