პისიშოპ.ჯი-ის ლოგო

უმცროსი კონსულტანტი

პისიშოპ.ჯი
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 900 ₾/თვე
გამოქვეყნდა: 23 სექ
განაცხადების ვადა: 23 ოქტ

შპს "პისიშოპ.ჯი" კომპიუტერული და ელექტრონული ტექნიკის ქსელია. კომპანია 2005 წელს დაარსდა.

დღესდღეობით კომპანიაში წარმოდგენილია პრემიუმ ბრენდების კომპიუტერული ტექნიკის ელექტრონიკის ყველაზე დიდი ასორტიმენტი.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://pcshop.ge/

კომპანია "პისიშოპ.ჯი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი კონსულტანტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 16ა

სამუშაო განაკვეთი: სრული (5 სამუშო დღე) 10:00-დან 19:00-მდე.

სამუშაოს აღწერა და მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და დახმარება;
  • მაღაზიაში არსებული სარეალიზაციო პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა;
  • პროდუქციის შესწავლა;
  • გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა;
  • ინვენტარიზაციის პროცესში აქტიური მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

პიროვნული თვისებები:

  • დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • მაღალი სტანდარტების მქონე კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობას
  • ფიქსირებულ ანაზღაურებას: 900 ლარი + კვარტალური ბონუსი
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • სწავლას და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
  • Fitpass-ში ჩართვა სურვილის შემთხვევაში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს "პისიშოპ.ჯი-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 1 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

გისურვებთ წარმატებას!

კომუნიკაციაგაყიდვებიდროის მართვატექნიკური ცოდნაინგლისური ენა