სამედიცინო-სოციალური პროგრამების ადმინისტრატორი - კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება

სამედიცინო-სოციალური პროგრამების ადმინისტრატორი

კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
სრული
18/05/2026
18/06/2026

ა (ა)იპ " ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება " აცხადებს კონკურსს სამედიცინო-სოციალური პროგრამების ადმინისტრატორის ვაკანტურ პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროგრამების მომსახურების გამართული მუშაობის ორგანიზება;

** პროგრამების ელექტრონული პორტალების მართვა;

** ბენეფიციართა რეგისტრაცია და მონაცემების/საათების შეყვანა ელექტრონულ პორტალებში;

** პროგრამების ადმინისტრირება და ანგარიშგების მომზადება შესაბამისი უწყებებისთვის;

** ორგანიზაციის აღრიცხვის სისტემების ზედამხედველობა;

** თანამშრომელთა და ბენეფიციართა პირადი საქმეების წარმოება და დოკუმენტაციის მართვა;

** თანამშრომელთა სამუშაო განრიგის შედგენა და მონიტორინგი;

** მშობლებთან და ბენეფიციარებთან კომუნიკაცია, ინფორმაციის დროული მიწოდება;

** პროგრამებისთვის საჭირო რესურსების კოორდინირება;

** თერაპევტებისთვის შესაბამისი სამუშაო პირობების უზრუნველყოფის მხარდაჭერა;

** პოტენციური მომხმარებლებისთვის მომსახურებისა და ჩარიცხვის პროცედურების გაცნობა;

** ადამიანური რესურსებისა და ბენეფიციართა მონაცემთა ბაზების წარმოება;

** პროგრამით გათვალისწინებული საორგანიზაციო საკითხების მართვა.

დამატებითი ინფორმაცია:

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 09:00-დან 18:00 საათამდე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამედიცინო მენეჯმენტის ან მომიჯნავე მიმართულებით;

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

** ელექტრონულ პორტალებთან მუშაობის გამოცდილება;

** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, PowerPoint, Outlook);

** წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის კარგი უნარები.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;

** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** მოტივირებულობა;

** კეთილსინდისიერება;

** პუნქტუალურობა;

** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

შერჩევის ეტაპები:

** მიღებული რეზიუმეების გადარჩევა;

** გასაუბრება.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

** რეზიუმე (CV);

** სამოტივაციო წერილი.

დოკუმენტები უნდა გამოიგზავნოს ელ. ფოსტაზე: . Subject ველში მიუთითეთ: "სამედიცინო-სოციალური პროგრამების ადმინისტრატორი".

MS WordMS ExcelMS PowerPointMS Outlookკომუნიკაციაელექტრონული პორტალებიადმინისტრირებადოკუმენტაციის მართვა