გაყიდვების კონსულტანტი - ოპტიმისტი
ოპტიმისტი logo

გაყიდვების კონსულტანტი

ოპტიმისტი
ბათუმი
სრული
1250-1550 ₾/თვე
19/05/2026
19/06/2026

ოპტიკური კომპანია "ოპტიმისტი" ქართულ ბაზარზე 2013 წლიდან არსებობს. 11 წლიანი ისტორიის მანძილზე კომპანიამ ღირსეული როლი შეასრულა ოპტიკის ინდუსტრიის განვითარებაში საქართველოში. კომპანიის პრიორიტეტი არის ხელმისაწვდომი ფასი და მაღალი ხარისხი.

პოზიცია: გაყიდვების კონსულტანტი

სამუშაო ადგილი: ბათუმი .

სამუშაო გრაფიკი: 6 სამუშაო დღე, კვირაში 40 საათი.

ანაზღაურება: სტაჟიორის საწყისი ანაზღაურება დარიცხული 1000₾ (სტაჟირების ხანგრძლივობა 1 თვე); კონსულტანტის ფიქსირებული ანაზღაურება დარიცხული 1250₾ და დამატებით ბონუსი (150-300₾).

იმ შემთხვევაში, თუ შედგება ჩვენი თანამშრომლობა, თქვენ დაეუფლებით ოპტიკოსის პროფესიას. ახალი პროფესია კი მოგცემთ შესაძლებლობას, რომ ჩამოყალიბდეთ ოპტიკური პროდუქციის გაყიდვების საუკეთესო სპეციალისტად.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება;

** პროდუქციის მოწესრიგება და განთავსება;

** მაღაზიაში განლაგებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;

** მომხმარებლისგან თანხის მიღება, სალაროსთან მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;

** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;

** სასურველია სალაროსთან/ფულთან მუშაობის გამოცდილება;

** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** მიზანსწრაფულობა;

** პასუხისმგებლობის გრძნობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** ოპტიკოსის პროფესიის შესწავლას;

** პროფესიულ ტრენინგებს;

** კარიერული ზრდის რეალურ პერსპექტივას;

** თანამშრომლის ფასდაკლებას კომპანიის პროდუქციაზე;

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;

** მეგობრულ და კეთილგანწყობილ გუნდს;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ

ელ.მისამართზე: და "Subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება და ლოკაცია.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

გაყიდვებიმომხმარებლის მომსახურებაკომუნიკაციასალაროსთან მუშაობარუსული ენაინგლისური ენა