ადმინისტრაციული ასისტენტი - თრექინგს.ჯი

ადმინისტრაციული ასისტენტი

თრექინგს.ჯი
თბილისი
სრული
1100-1300 ₾/თვე
25/05/2026
25/06/2026

საკურიერო კომპანია "Trackings.GE " აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5დღე, 10:00-19:00;

** სამუშაო ლოკაცია: თბილისი (ორხევი)

** ანაზღაურება: 1100-1300 ლარი (გამოცდილების მიხედვით).

სამუშაოს აღწერა: საოპერაციო მენეჯერის დამხმარე ასისტენტი უზრუნველყოფს საწყობისა და ლოგისტიკური პროცესების ადმინისტრაციულ მხარდაჭერას, დოკუმენტაციის მართვასა და საოპერაციო საქმიანობის შეუფერხებელ მიმდინარეობას.

ძირითადი მოვალეობები:

** ლოგისტიკური პროცესების ფარგლებში დოკუმენტაციის მიღება, აღრიცხვა და კორექტირება;

** საოპერაციო მენეჯერის მხარდაჭერა ყოველდღიურ საქმიანობაში;

** ლოგისტიკურ ოპერაციებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პროცესების მართვა;

** მონაცემების სისტემატიზაცია და ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობა;

** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა საოპერაციო და ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** გამოცდილება ადმინისტრაციულ, ლოგისტიკურ ან სასაწყობე პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;

** დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;

** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);

** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა აუცილებელია;

** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია და გამოგზავნეთ რეზიუმე/CV ელფოსტის მისამართზე:

MS Officeინგლისური ენარუსული ენაადმინისტრირებალოგისტიკაორგანიზებულობა