შესყიდვების მენეჯერი - ევროპანელ გრუპი

შესყიდვების მენეჯერი

ევროპანელ გრუპი
თბილისი
სრული
1500 ₾/თვე
14/04/2026
14/05/2026

კომპანია " ევროპანელი " აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის  პოზიციაზე.

https://panels.ge/

https://www.facebook.com/europanels.ge

მისამართი: ქ. თბილისი, ს. ცინცაძის ქ. #12, აქსისის ბიზნეს ცენტრი.

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00

ანაზღაურება: 1500₾ (ნეტი)

ძირითადი მოვალეობები:

** შესყიდვის პროცესების მართვა შესყიდვების პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისობაში;

** შესყიდვების დოკუმენტაციის წარმოება და ბიუჯეტის კონტროლი;

** გონივრულ ვადებში შესყიდვის პროცესის წარმოება;

** ადგილობრივ და უცხოელ მომწოდებლების მოძიება ბაზარზე და თანმშრომლობის პირობებზე შეთანხმება;

** შესყიდვების პროცესების ოპტიმიზაცია და მომწოდებლების ბაზის განახლება;

** პროექტის ფარგლებში, მუდმივად და მჭიდროდ თანამშრომლობა უშუალო პროექტ მენეჯერთან/ და ნებისმიერ დამკვეთ დეპარტამენტთან.

** პროექტის ფარგლებში, შესყიდვების გეგმის წარმართვა შეთანხმებული ვადების გათვალისწინებით;

** ტექნიკური დავალების მიღება, გადამოწმება ყველა დეტალის გათვალისწინებით;

** არაგეგმიური შესყიდვის წარმოება ხარჯის დამტკიცების პროცედურების გათვალისწინებით;

** შესყიდვების ანალიზი,

** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან და დირექტორთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია სამშენებლო სექტორში მუშაობის სულ მცირე 2 წლის გამოცდილება

** უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით;

** ინგლისურისა და რუსული ენის ცოდნა;

** ნებისმიერი საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

** MS Office-ის სრულყოფილად ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;

** ორგანიზებულობა;

** ინიციატურობა;

** დეტალებზე ორიენტირებული.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);

** FitPass;

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;

** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ლინკზე https://buildsmart.ge/job-apply/shesyidvebis-menejeri/2/197fa4f2d05fb6c4e363a6f3c686d134 ან ელ. ფოსტაზე hr@europanels.ge .

სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გისურვებთ წარმატებებს!

შესყიდვების მართვამომწოდებლებთან მოლაპარაკებაMS Officeბიუჯეტის კონტროლიEnglishRussian