ბუღალტერ-ოპერატორი - სასტუმრო ოპუს ბათუმი

ბუღალტერ-ოპერატორი

სასტუმრო ოპუს ბათუმი
ბათუმი
სრული
12/05/2026
12/06/2026

შპს " აია ქოლექშენ " აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: ბათუმი

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

გამოცდილება: მინიმუმ 2 წელი შესაბამის სფეროში

სფერო: სამშენებლო და სასტუმრო-სარესტორნო

ძირითადი მოვალეობები:

** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება და სისტემატიზაცია;

** შემოსავლებისა და ხარჯების ყოველდღიური აღრიცხვა;

** ხელფასების, ბონუსებისა და შვებულების ანალიზი და ასახვა;

** საგადასახადო დეკლარაციების (დღგ, საშემოსავლო, მოგების და სხვა) მომზადება და წარდგენა;

** ინვენტარიზაციის და მარაგების კონტროლი, ხარჯვის ანალიზი;

** თანამშრომლობა აუდიტორთან და საგადასახადო ორგანოებთან საჭიროების შემთხვევაში.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტრის ან ეკონომიკის მიმართულებით;

** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრად სამშენებლო ან/და სასტუმრო-სარესტორნო სფეროში;

** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების უნარი;

** დეტალებზე ორიენტირებული და პასუხისმგებლობიანი მიდგომა სამუშაოს მიმართ;

** რუსული ენის ცოდნა;

** საბუღალტრო პროგრამა "ბალანსში" მუშაობის გამოცდილება აუცილებელია.

რას გთავაზობთ:

** სამედიცინო დაზღვევა;

** სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო;

** კონკურენტული ანაზღაურება გამოცდილებისა და უნარების შესაბამისად;

** პროფესიული ზრდისა და გადამზადების შესაძლებლობა;

** თანამედროვე ოფისი და მეგობრული გუნდი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე .

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

ბუღალტერიასაგადასახადო დეკლარაციებიპროგრამა ბალანსირუსული ენაინვენტარიზაციაფინანსური ანალიზი