მოსამართლოს თანაშემწე - ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლოს თანაშემწე

ახალციხის რაიონული სასამართლო
ახალციხე
სრული
3360 ₾/თვე
15 ივლისი 2026

ფუნქციები:

  • მოქალაქეების, მათი განცხადებების მიღება და საქმის მომზადება სასამართლო სხდომაზე განსახილველად;
  • მოსამართლის დავალებით სასამართლო აქტების პროექტების მომზადება;
  • სასამართლო პროცესის მონაწილეებისათვის სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შეტყობინება;
  • საპროცესო დოკუმენტების ასლების მომზადება და მათი სამართალწარმოების მონაწილეებისათვის გადაცემა;
  • საჯარო შეტყობინებათა გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
  • დამოწმებული უწყებების სასამართლოში დაბრუნებაზე კონტროლი და ადრესატისათვის უწყების ჩაუბარებლობის მიზეზის გადაცემა მოსამართლისათვის;

-საქმეთა აღსრულების უზრუნველყოფა

  • მხარეთათვის გასაგზავნი დოკუმენტებისკანცელარიისათვის გადაცემა;
  • დამთავრებული საქმეების კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სასამართლოს კანცელარიისათვის ჩაბარება;

---

საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;

გ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;

დ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

ე) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ზ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

თ) "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი;

ი) "საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ" საქართველოს კანონი;

კ)"ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონი;

ლ)"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი;

მ) „საქართველოს შრომის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი;

ნ)  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;

ო) საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის N466 ბრძანებულებით დამტკიცებული "რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ" დებულება;

პ) "საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის #1/310 გადაწყვეტილება;

ჟ) ,,საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილება.

---

დამატებითი მოთხოვნები:

  • იურიდიულ სფეროში – 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
  • როგორც წესი, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სასწავლო კურსის გავლა, ან მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად, ადვოკატად ან სასამართლოში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება ან/და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი;
  • რთული დავალებების შესრულება, რაც მოითხოვს ანალიტიკურ აზროვნებასა და დარგის სპეციფიკის ცოდნას;
  • გუნდური მუშაობა;
  • დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი.

---

დამატებითი ინფორმაცია:

კონკურსში მონაწილოებას გააგრძელებს და გასაუბრების ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის (აპლიკაციის) გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს;

  • კანდიდატთან დაკავშირება მოხდება მის მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით;
  • კონკურსს ჩაატარებს ახალციხის რაიონული სასამართლოს საკონკურსო კომისია.

„ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ველში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს და წარმოადგინოს:

1. უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;

2. სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სათანადოდ გაფორმებული (გერბიან ბლანკზე დაბეჭდილი ან ბეჭდით დამოწმებული) დოკუმენტის ასლი;

3. იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სპეციალური სასწავლო კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი/მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში).

  • კანდიდატი ვერ გადავა გასაუბრების ეტაპზე, თუ მის მიერ ატვირთული დოკუმენტაცია არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ასევე, იმ შემთხვევაში თუ არასრულყოფილი/გაურკვეველი ფორმით იქნება ატვირთული. დოკემენტაცია ატვირთულ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი დოკუმენტების შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
  • პირი მოხელედ არ მიიღება თუ:

ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისათვის;

ბ) იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომისათვის და დისციპლინური გადაცდომისათვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ არის გასული;

გ) მან სამსახურში მიღებისას არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;

დ) მას სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს საჯარო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;

ე) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული განათლების შემთხვევაში, სავალდებულოა - აიტვირთოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარების თაობაზე.

კონკურსის მეორე ეტაპზე თითოეულ კანდიდატს საკონკურსო თემატიკიდან გამომდინარე მიეცემა წერითი დავალება და ჩაუტარდება გასაუბრება.

---

კატეგორია: იურიდიული

ხელფასი: 3360 ლარი

ლოკაცია: ახალციხე

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ადგილების რაოდენობა: 1

გამოსაცდელი ვადა: 12 თვე

მინიმალური განათლება: ბაკალავრი

კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office Word - - კარგი; Microsoft Office Excel - - კარგი; Microsoft Office PowerPoint - - კარგი

კონკურსის ეტაპები: წერითი დავალება; გასაუბრება

იურიდიული ანალიზიMicrosoft Officeსამართლებრივი დოკუმენტაციაკომუნიკაციადროის მართვა