ბუღალტერი - აგროალან ჯორჯია
თბილისი
სრული
12/05/2026
12/06/2026

იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანია " აგროალან ჯორჯია " აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება;

** იმპორტის დოკუმენტაციის წარმოება;

** რეალიზაციის ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვა;

** ხარჯების ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვა;

** საბანკო ოპერაციების წარმოება, ასახვა საბუღალტრო პროგრამაში და მათი გადამოწმება;

** საგადასახადო დეკლარაციების შევსება/გაგზავნა, საგადასახადო სამსახურთან კომუნიკაცია;

** საგადასახადო პორტალ RS.GE-ზე მუშაობა, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების მიღება - გამოწერა;

** სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა/კონტროლი;

** დებიტორულ/კრედიტორული დავალიანებების გასწორება/კონტროლი;

** სამუშაო პროცესებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დაარქივება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული თვისებები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბუღალტერიის ან შესაბამის სფეროში;

** სააღრიცხვო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება ;

** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;

** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირება;

** დროის მართვის, დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** განსხვავებულ და კონკურენტულ სახელფასო დანამატებს;

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;

** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

** ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: . გთხოვთ სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბუღალტერი".

ExcelRS.GEსაბუღალტრო პროგრამებისაგადასახადო დეკლარაციებიფინანსური აღრიცხვადროის მართვა