მთავარი ბუღალტერი - ემერენ გრუპი

მთავარი ბუღალტერი

ემერენ გრუპი
რუსთავი
სრული
3000 ₾/თვე
28/04/2026
28/05/2026

კომპანია შპს " ემერენ გრუპი " აწარმოებს ხარისხიან ხილ-ბოსტნის შესყიდვას და დისტრიბუციას.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

მისამართი: ქ. რუსთავი

ხელფასი: 3000 ლარიდან

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე)

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის პროცესის მართვა;

** ორგანიზაციის საბუღალტრო ოპერაციების კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

** საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა;

** თვის დახურვის ოპერაციების/ნაშთების კონტროლი;

** კომპანიის ოპერაციების დამადასტურებელი დოკუმენტების მონიტორინგი, მათი საგადასახადო კანონმდებლობასთან და ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

** სხვა მოვალეობების შესრულება, რაც დაკავშირებულია კომპანიის საბუღალტრო საქმიანობასთან;

** ნებისმიერი ფულადი გადარიცხვების საგადასახადო კუთხით განხილვა და დადასტურება;

** წლიური ქონების დეკლარაციების სისწორის უზრუნველყოფა და შემოსავლების სამსახურში გაგზავნა;

** საბანკო გადარიცხვების წარმოება;

** ყოველდღიური გატარებების წარმოება საბუღალტრო პროგრამაში;

** იმპორტის გატარება;

** თვის ჭრილში სალაროს კონტროლი;

** დებიტორული დავალიანებების აღრიცხვა/კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საბუღალტრო, ფინანსური ან ეკონომიკური მიმართულებით;

** მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება (მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე);

** Excel პრაქტიკული ცოდნა;

** აუცილებელია საბუღალტრო პროგრამა finas ცოდნა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე: სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

საბუღალტრო აღრიცხვაFINASExcelსაგადასახადო დეკლარაციებიფინანსური სტანდარტებიდებიტორული დავალიანებები