გაყიდვების შემდგომი პროცესების მართვის მენეჯერი - აპექს დეველოპმენტი

გაყიდვების შემდგომი პროცესების მართვის მენეჯერი

აპექს დეველოპმენტი
თბილისი
სრული
2500-2700 ₾/თვე
16/04/2026
16/05/2026

სამშენებლო კომპანია " აპექს დეველოპმენტი " 2013 წელს დაარსდა. კომპანიამ, რომელიც დაფუძნებულია დიდ შრომაზე, ნდობასა და იმ ღირებულებების ინტეგრირებაზე, რომელიც ფასეულია ყველასთვის, ადვილად მოიპოვა მომხმარებლების ნდობა. კომპანიის საქმიანობის მიმართულებაა საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა. "აპექს დეველოპმენტში" მშენებლობაზე 150-მდე ადამიანია დასაქმებული.

მაღალი ხარისხი და ხელმისაწვდომობა, ნოვატორობა, უსაფრთხოება და პასუხისმგებლობა- ეს ის მთავარი ფასეულობებია, რომლითაც აპექსის გუნდი ქმნის მისაღებ გარემოს მომხმარებლებისთვის და თანამშრომლებისთვის.

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "APEX Development" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების შემდგომი პროცესების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;

** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე; შაბათი: 11:00 საათიდან 16:00 საათამდე,

** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + გაყიდვებზე მიბმული საბონუსე სისტემა ( 2 500 ₾ დან -2 700 ₾ ფარგლებში) ;

მოთხოვნები:

** ძლიერი ანალიტიკური, წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;

** უმაღლესი განათლება;

** უძრავი ქონების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი;

** ენების ცოდნა: ქართული - სრულყოფილად, რუსული, ინგლისური - სასაუბრო დონეზე;

** კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** არსებულ მობინადრეებთან კომუნიკაციის წარმართვა - ბინების სტანდარტული გეგმარების გაზიარება;

** მაცხოვრებლებისგან შეცვლილი გეგმარების გამოთხოვა დათქმულ ვადებში (შიდა ტიხრების ცვლილების შემთხვევაში);

** შეცვლილი გეგმარების მიწოდება შესაბამისი პირებისთვის;

** შიდა ტიხრების ამოყვანის სისწორის ეტაპობრივი მონიტორინგი ;

** გათბობის მილების დასამონტაჟებლად მობინადრეების წინასწარი ინფორმირება;

** მშენებლობის დასრულების საბოლოო ეტაპზე ბინების ინდივიდუალური შემოწმება და შესაბამისი ხარვეზების ჩანიშვნა;

** ხარვეზების აღმოფხვრის ორგანიზება (შესაბამისი პირების ჩართულობით) ;

** მშენებლობის დასრულებისას მობინადრეებთან მიღება-ჩაბარებების აქტის გაფორმება და გასაღებების გადაცემა;

აუცილებელი უნარები:

** ურთიერთობის სწრაფად და მარტივად დამყარების უნარი (კომუნიკაბელურობა);

** ინიციატივის გამოჩენის უნარი;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** მიზანსწრაფული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;

** გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ;

** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა;

** პასუხისმგებლობის გრძნობა.

უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა;

** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

** ორგანიზებულობა;

** დეტალებზე ორიენტირებულობა;

** სწრაფად ათვისების უნარი;

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;

** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მეილზე:

უძრავი ქონებაკომუნიკაციაEnglishRussianანალიტიკური უნარებიMS Officeპროექტების მართვა