უფროსი არქიტექტორი - ISync

უფროსი არქიტექტორი

ISync
თბილისი
სრული
12/05/2026
12/06/2026

არქიტექტურული კომპანია " აისინქი " აცხადებს ვაკანსიას უფროსი არქიტექტორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** არქიტექტურული კონცეფციის შემუშავება, ესკიზის შედგენა-დამუშავება, დეტალიზაცია;

** საპროექტო დავალების შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და დამუშავება დამკვეთისათვის გადასაცემად;

** მშენებლობის ნებართვისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება;

** არქიტექტურული პროექტის მუშა დოკუმენტაციის სრული პაკეტის მომზადება.

** საპროექტო პროცესის ყველა ეტაპზე ჩართულობა;

** არქიტექტურული ნახაზების კორექტირება საჭიროების შესაბამისად;

** პროექტების შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ კანონმდებლობასთან;

** მუნიციპალიტეტში შესატანი შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი მონიტორინგი;

** პროექტირების პროცესში, საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა ეტაპზე ჩართულობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;

** II, III და IV კლასის პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;

** მოქმედი კანონმდებლობის ცოდნა და თბილისის არქიტექტურის სამსახურთან ურთიერთობის გამოცდილება;

** Archicad -ის მაღალ დონეზე ცოდნა (BIM-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);

** ჩაითვლება უპირატესობად დამატებითი პროგრამების ცოდნა (Rhino, Photoshop, D5 Render);

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 სთ

** ანაზღაურება - გამოცდილების მიხედვით.

** პირველ ეტაპზე, გათვალისწინებულია 3 თვიანი გამოსაცდელი ვადა;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე (რეზიუმეს და პორტფოლიოს ზომა არ უნდა აღემატებოდეს 20მბ-ს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა არ განიხილება.): . წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

განაცხადის გამოგზავნამდე, გთხოვთ, დეტალურად გაეცნოთ ჩვენს საიტზე ( https://isync.ge/ ) განთავსებულ პროექტებს, კომპანიის ხედვასა და არქიტექტურულ სტილს, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე იმ შემთხვევაში, თუ ფიქრობთ, რომ ჩვენი ხედვები თანხვედრაშია.

ArchicadBIMRhinoPhotoshopD5 Renderარქიტექტურული პროექტირებასაპროექტო დოკუმენტაცია