მიმტანი
Nasimiშემოუერთდი " Nasimi"-ს გუნდს!
"Nasimi" — თურქული და ახლო აღმოსავლური სამზარეულოს რესტორანია, სადაც სტუმრებს განსაკუთრებულ გემოს, მყუდრო გარემოსა და მაღალი ხარისხის მომსახურებას ვთავაზობთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სისუფთავე, გუნდური გარემო და თანამშრომლებზე ზრუნვა.
ამ ეტაპზე ვეძებთ მიმტანს , რომელიც გახდება ჩვენი გუნდის პასუხისმგებლობიანი და ენერგიული წევრი.
ლოკაცია: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის 116
გრაფიკი: კვირაში 6 დღე | 9-საათიანი სამუშაო გრაფიკი, 1-საათიანი შესვენებით.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს
** მზარდ და მხარდამჭერ გუნდს
** ლანჩს კომპანიისგან სამუშაო დღეებში
** "Nasimi"-ს ობიექტზე სპეციალურ ფასდაკლებას თანამშრომელზე
** ჯანმრთელობის დაზღვევას 3 თვის შემდეგ
** საათობრივ ანაზღაურებას.
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების მიღება და მომსახურება
** შეკვეთების სწორად მიღება და გადაცემა
** სისუფთავისა და მოწესრიგებული გარემოს შენარჩუნება
** სტუმრებთან ეფექტური კომუნიკაცია და პოზიტიური მომსახურება
** სტუმრის მხრიდან კომენტარის გათვალისწინება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება.
სასურველი კანდიდატი:
** პასუხისმგებლობიანი და შრომისმოყვარე,
** პუნქტუალური და მოწესრიგებული
** გუნდური მუშაობის უნარი
** უცხო ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: ელ. ფოსტა ელექტრონული წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: + 995 598 337 730 რესტორანი
კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 25.07.2026
