მიმტანი - სასტუმრო ხედი
თბილისი
სრული
14/05/2026
14/06/2026

კომპანიის შესახებ: სასტუმრო "ხედი" (Khedi Hotel) წარმოადგენს 4-ვარსკვლავიან, პრემიუმ კლასის ლოკაციას თბილისის ისტორიულ ნაწილში, ავლაბარში. სასტუმროს ერთ-ერთ გამორჩეულ მიმართულებას წარმოადგენს "ხედი სუში ბარი", სადაც მომხმარებელს ხვდება ბუტიკის სტილის გარემო, ზამთრის ბაღი და უმაღლესი ხარისხის იაპონური სამზარეულო.

ვაკანსია: მიმტანი (პანორამული რესტორანი)

გუნდში ვიწვევთ ენერგიულ, კეთილგანწყობილ და პასუხისმგებლობიან თანამშრომლებს, რომელთაც სურთ განვითარება სტუმარ-მასპინძლობის სფეროში და მაღალი ხარისხის სერვისის უზრუნველყოფა.

ძირითადი მოვალეობები:

** მენიუს სრულყოფილი ცოდნა და სტუმრებისთვის კერძებისა და სასმელების პროფესიონალური შეთავაზება

** შეკვეთების დროული და ზუსტი მიწოდება

** მაგიდების სერვირება და დარბაზის მოწესრიგება

** ანგარიშსწორების პროცესის მართვა (ჩეკების მომზადება)

** ბანკეტებისა და კონფერენციული ღონისძიებების სტუმართა მომსახურება

** შრომის უსაფრთხოების და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

** ინგლისური ენის ცოდნა - სავალდებულოა

პიროვნული თვისებები:

** მომხმარებელზე ორიენტირებულობა და კეთილგანწყობილი კომუნიკაცია

** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა

** დეტალებზე ყურადღება

** გუნდური მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებულ ხელფასს + დანამატს გარკვეული კატეგორიის მაგიდებიდან

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას

** სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია ხარისხზე

** ღამის ტრანსპორტირებას

** კვებას

** ფიტპასს, სამედიცინო დაზღვევას.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე:

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება — "მიმტანი"

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი მონაცემები დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ვაკანსიასთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით. რეზიუმე შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა შესაბამისი პოზიციებისთვის და შეინახება მაქსიმუმ 1 წლის განმავლობაში.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

ინგლისური ენამომხმარებელზე ორიენტირებულობაგუნდური მუშაობასერვირებაკომუნიკაცია