ჰორეკა წარმომადგენელი/მენეჯერი - ეინშენთ ველი

ჰორეკა წარმომადგენელი/მენეჯერი

ეინშენთ ველი
თბილისი
სრული
1600 ₾/თვე
13/05/2026
13/06/2026

ღვინის მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანია "ეინშენთ ველი " ( https://ancientvalley.ge/ ) ეძებს კანდიდატს ჰორეკა წარმომადგენლის/მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში.

კომპანია ფლობს საწარმოებს რაჭასა და კახეთში. ღვინო იყიდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, ექსპორტზე.

ჩვენი მიზანია, შევქმნათ ძლიერი პოზიციონირება ადგილობრივ HoReCa სექტორში და გავაფართოოთ პარტნიორული ქსელი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** HoReCa სექტორში (რესტორნები, ბარები, სასტუმროები) გაყიდვების განვითარება

** სტრატეგიული კლიენტების (Key Accounts) მართვა და გრძელვადიანი ურთიერთობების შენება

** ახალი პარტნიორების იდენტიფიცირება და მოზიდვა

** პროდუქციის პრეზენტაცია, დეგუსტაციების და ტრენინგების ორგანიზება

** მოლაპარაკებების წარმოება და კომერციული პირობების შეთანხმება

** გაყიდვების გეგმის შესრულება და შედეგების ანალიზი

** ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტების მონიტორინგი.

ძირითადი მოთხოვნები:

** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში (მათ შორის FMCG სექტორში)

** სასურველია HoReCa მიმართულებით მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება

** ბრენდის პრეზენტაციისა და storytelling-ის უნარი

** ინგლისური ენის ცოდნა

** მართვის მოწმობა (B კატეგორია) და საკუთარი ავტომობილი.

** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** ანაზღაურების პაკეტი: ფიქსირებული 1600 ლარი ხელზე ასაღები და ბონუსი;

** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;

** საკომუნიკაციო ხარჯები - ულიმიტო;

** ცვეთის ყოველთვიური ანაზღაურება;

** საწვავით უზრუნველყოფა;

თუკი ზემოთ აღწერილმა გააღვივა თქვენი ინტერესი რომ გაგვიცნოთ, მოუთმენლად ველოდებით თქვენს რეზიუმეს:

მადლობა დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

გაყიდვებიHoReCaმოლაპარაკებაპრეზენტაციაინგლისური ენამართვის მოწმობა