სახელმწიფო შესყიდვების მენეჯერი - სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა
სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა logo

სახელმწიფო შესყიდვების მენეჯერი

სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა
თბილისი
სრული
21/05/2026
21/06/2026

კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას სახელმწიფო შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა, იურიდიული მიმართულება);

** სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 (სამწლიანი) გამოცდილება (სასურველია კვების სფეროში);

** სახელმწიფო შესყიდვების სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ზედმიწევნით ცოდნა;

** ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებთან მუშაობის გამოცდილება;

** უცხო ენების ცოდნა - ინგლისური, რუსული;

** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სახელმწიფო შესყიდვების მოსამზადებელი სამუშაოების, უშუალოდ შესყიდვის პროცედურებისა და პროცესების ორგანიზება-კოორდინაცია, წარმართვა და შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტების პროექტების მომზადება;

** სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების საფუძველზე, სათანადო დოკუმენტაციის მომზადება და სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერების ჩატარება;

** "სპეციალური წესით საქონლის შესყიდვის კომისიისა და კომისიის აპარატის" გადაწყვეტილების საფუძველზე, სათანადო დოკუმენტაციის მომზადება;

** ბაზრის კვლევა და მისი ანალიზი, შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგება;

** შემსყიდველ ორგანიზაციებთან ან მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება საუკეთესო პირობების მისაღებად;

** სატენდერო/საკონკურსო პროცედურების წარმართვა, ოქმების მომზადება და ა.შ

** სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაციის მომზადება (მოხსენებითი ბარათი, წერილი და ა.შ);

** ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და გაფორმების უზრუნველყოფა;

** უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;

** პრობლემების გადაჭრის უნარი;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** გადაწყვეტილების მიღების უნარი;

** კომუნიკაბელური;

** დისციპლინირებული/პუნქტუალური;

** დეტალებზე ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;

** ჯანსაღ სამუშაო გარემოსა და მეგობრულ გუნდს.

სამუშაო საათები: 09:00-18:00 / (1 საათი შესვენება);

სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი / კვირაში 5 დღე;

ანაზღაურება: შეთანხმებით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 995 32 2 200 122.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!

სახელმწიფო შესყიდვებიბაზრის კვლევასატენდერო პროცედურებიMS Officeინგლისური ენარუსული ენა