სერვისისა და საგარანტიო მენეჯერის ასისტენტი - Merlons

სერვისისა და საგარანტიო მენეჯერის ასისტენტი

Merlons
თბილისი
სრული
1200 ₾/თვე
22/05/2026
22/06/2026

"Merlons"-ის საქმიანობა ეფუძნება ინტერიერის და ექსტერიერის მოსაპირკეთებელი მასალებისა და საყოფაცხოვრებო ავეჯის იმპორტსა და საცალო-კორპორატიულ რეალიზაციას საქართველოში. ჩვენი მისიაა ვიყოთ გამორჩეულად სანდო, მეგობრული და კომპეტენტური კომპანია საზოგადოებასა და გარემოზე დადებითი გავლენის მოსახდენად.

ამჯერად ვეძებთ სერვისისა და საგარანტიო მენეჯერის ასისტენტს .

ეს არის შესაძლებლობა შემოუერთდეთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს და ხელი შეუწყოთ წამყვანი ბრენდის წარმატებას სახლის ინტერიერის ინდუსტრიაში.

ადგილმდებარეობა: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის 142

ანაზღაურება: 1200 ლარი

გრაფიკი: კვირაში ხუთი დღე - 10:00-19:00 საათამდე (დასვენება შაბათი-კვირა)

ფუნქცია-მოვალეობები:

** სერვისის ჯგუფში შემოსული ქეისების განხილვა და ქარხნული წუნის შემთხვევაში მომწოდებლებთან შესაბამისი მოთხოვნების წარდგენა და მონიტორინგი;

** არასაგარანტიო შემთხვევების დროს, საჭირო სათადარიგო ნაწილების კოდების დადგენა და შესყიდვების მენეჯერისთვის გადაგზავნა შემდგომი შეკვეთისთვის;

** მიმდინარე საგარანტიო ქეისების აღრიცხვა და მონაცემთა ბაზის წარმოება (Google Drive);

** დაზიანებული და სარეზერვო საწყობის ნაშთების მუდმივი მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა (მომწოდებლებთან წერილობითი კომუნიკაციისთვის);

** Excel / Google Sheets-თან მუშაობის გამოცდილება;

** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და ახალგაზრდულ გუნდსა და სივრცეს, სადაც თქვენი იდეა და ინიციატივა მნიშვნელოვანია;

** კარიერული დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;

** ჯანმრთელობის დაზღვევას;

** ყველაზე კარგი შედეგების მქონე თანამშრომლების მოგზაურობისა და დასვენების დაფინანსებას;

** მზარდ ანაზღაურებას.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: . გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სერვისისა და საგარანტიო მენეჯერის ასისტენტი"

დეტალური ინფორმაცია ბრენდის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე -

https://merlons.ge/ka/ https://www.facebook.com/Merlons.ge

http://vitra.com.ge/ https://www.facebook.com/VitraGeorgia

ინგლისური ენაExcelGoogle Sheetsორგანიზებულობა