ჰორეკა პრისელერი / მენეჯერი - დაკო ტრეიდი

ჰორეკა პრისელერი / მენეჯერი

დაკო ტრეიდი
ბათუმი
სრული
1500 ₾/თვე
23/04/2026
23/05/2026

" დაკო ტრეიდი " აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის (ჰორეკა/მენეჯერი) პოზიციაზე.

სამუშაო საათები: 09:30-18:30

სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით)

ანაზღაურება - ფიქსირებული 1500 + ბონუსი შესრულებიდან (პენეტრაცია - (შეღწევადობა ბრუნვა (გრამაჟი, თანხობრივი), ასორტიმენტი (პრინციპი ვარსკვლავი), სამოტივაციო კვარტალური, წლის ბოლოს შესრულებული გეგმა)

(სავალდებულოა სტაჟირების პერიოდი 1-2 კვირამდე, სტაჟირება ანაზღაურებადია)

მდებარეობა: ქ. ბათუმი , სულხან საბა ორბელიანის 11გ

ძირითადი მოვალეობები:

** ჰორეკა (სასტუმროები, რესტორნები, კაფე-ბარები, სხვა კვების ობიექტები) ობიექტებში მოლაპარაკებების წარმართვა

** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება/შენარჩუნება.

** ახალი კლიენტების მოძიება.

** დებიტორების სიის ანალიზი და კონტროლი, შემცირების უზრუნველყოფა.

** კვების ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების მონიტორინგი.

** პრობლემური საკითხების დროული გადაწყვეტა (მიწოდება, ვადები, ხარისხი და სხვა)

** გაყიდვების შედეგების, ქსელის საჭიროებებისა და ბაზრის ტენდენციების ანალიზი.

** სავაჭრო ობიექტებისაგან შეკვეთების აღება და მათი ასახვა შესაბამის სისტემაში.

** კლიენტებთან ვიზიტების განხორციელება სხვადასხვა მიზნით, როგორიცაა მარაგების, ვადების, ფასდებულებისა და პლანოგრამის კონტროლი.

** კლიენტებისთვის საქონლის მიწოდების პროცესის მონიტორინგი, სასაქონლო წყვეტის პრევენციის ან/და აღმოფხვრის მიზნით.

** კომპანიის პროდუქციის ცნობადობის და პოპულარიზაციის მიზნით ღონისძიებების ჩატარება

** ვალების კონტროლი და შემცირების უზრუნველყოფა

** გაყიდვიდან მიღებული თანხის ჩაბარება და კომპანიის ანგარიშზე შეტანა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი

** გაყიდვების პროცესების ცოდნა

** ორგანიზებულობა

** კომუნიკაბელურობა

** მსუბუქი ავტომობილის მართვის მოწმობა და მანქანის ფლობა.

** შეზღუდულ ვადებში დაკისრებული ვალდებულებების შესრულება.

დამატებითი სარგებელი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა (მე-6 თვიდან)

** საწვავით უზრუნველყოფა (მარშრუტის შესაბამისად)

** მივლინება და მისი ხარჯების უზრუნველყოფა.

** ულიმიტო სასაუბრო ბალანსი.

** გამაჯანსაღებელი სპორტული ღონისძიებებით უზრუნველყოფა.

** ტრენინგების დაფინანსება.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ რეზიუმე ელ. მისამართზე:

მოლაპარაკების წარმართვაგაყიდვების პროცესებიკომუნიკაბელურობამართვის მოწმობაავტომობილის ფლობადებიტორების კონტროლი