ღამის ცვლის მორიგე ინჟინერი - ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი რივერვიუ

ღამის ცვლის მორიგე ინჟინერი

ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი რივერვიუ
თბილისი
სრული
24/04/2026
24/05/2026

მზად ხარ ახალ და ძალიან საინტერესო თავგადასავალში შემოგვიერთდე და გახდე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროების ქსელის Hilton-ის დიდი ოჯახის წევრი?

ჩვენ გეძებთ შენ - საოცარ, პოზიტიურ და სტუმართმოყვარე გუნდის წევრს საინჟინრო დეპარტამენტში, ღამის ცვლის მორიგე ინჟინრის პოზიციაზე.

" Hilton Garden Inn Tbilisi Riverview " - თანამედროვე და ელეგანტური სასტუმროა, სადაც შენ გეძლევა შესაძლებლობა გახდე სტუმარმასპინძლობის სფეროს პროფესიონალი და ეზიარო განვითარების უსაზღვრო პერსპექტივებს.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** სტუმარმასპინძლობის საერთაშორისო სტანდარტების დაუფლებას და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს

** მსოფლიოს მასშტაბით "ჰილტონის" ფასდაკლებების პროგრამას

** მეგობრულ და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს

** კონკურენტულ ანაზღაურებას

** ორმაგად ანაზღაურებად ღირსშესანიშნავ დღეებს

** ორჯერად კვებას

** ჯანმრთელობის დაზღვევას

** ღირსეულ სამუშაო პირობებს

** სხვადასხვა სახალისო აქტივობებს და წამახალისებელ პროექტებს

** უფასო ტრენინგებს "ჰილტონის", ლინქდინის და ჰარვარდის საგანმანათლებლო პლატფორმებზე

** ჯიემების აკადემიაში სწავლის შესაძლებლობას

რას ველით შენგან:

** ყოველ დღე სამსახურში ღიმილიანი სახით მოსვლას

** სასტუმროში არსებული დანადგარების, გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის და სახანძრო სისტემების მუდმივ მონიტორინგსა და გეგმური სერვისის ჩატარებას

** სასტუმროს ნომრებსა და სხვა სივრცეებში არსებული ხარვეზების დროულად აღმოფხვრას

** ელექტრო სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფას

** საჭიროების შემთხვევაში ყველა დოკუმენტაციის სათანადოდ შევსებას

** პოზიტიურ და კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას სტუმრებისა და გუნდის წევრების მიმართ

ველოდებით შენს რეზიუმეს ელფოსტაზე:

მადლობა ინტერესისთვის, შეხვედრამდე!

გათბობა-გაგრილების სისტემებივენტილაციასახანძრო სისტემებიელექტრო სისტემების მონიტორინგიტექნიკური მომსახურება