Growth Marketing Manager
Rivo • რივო ნებისმიერი
სრული
7 ივლისი 2026
19 ივლისი 2026
Rivo აცხადებს ვაკანსიას ზრდის მარკეტინგის მენეჯერის (Growth Marketing Manager) პოზიციაზე
ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ, სტრატეგიულად მოაზროვნე პროფესიონალს, რომელსაც აქვს ამბიცია, ჩვენთან ერთად მოახდინოს ტრანსფორმაცია დასაქმების ბაზარზე.
ჩვენ არ ვეძებთ მხოლოდ სარეკლამო ბიუჯეტების მმართველს; ვეძებთ ინოვატორს (High Agency პროფესიონალს), რომელიც დამოუკიდებლად, შემოქმედებითი მიდგომებითა და ეფექტური სტრატეგიებით უზრუნველყოფს კომპანიის სწრაფ და მდგრად მასშტაბირებას.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + საბონუსე სისტემა (პირდაპირ მიბმული ზრდის მეტრიკებზე).
- სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული (Remote-first + საოფისე სივრცე — იმუშავეთ იქიდან, საიდანაც გსურთ).
- ტექნიკური უზრუნველყოფა: სამუშაო ტექნიკა (MacBook) და წვდომა პრემიუმ პროგრამულ უზრუნველყოფასა და AI ინსტრუმენტებზე (Gemini, ChatGPT, Claude და ა.შ.).
- მუშაობის დაწყება: დაუყოვნებლივ.
ძირითადი მოვალეობები:
- ინოვაციური ზრდის სტრატეგიების შემუშავება (Growth Engineering): სტანდარტული ციფრული მარკეტინგის მიღმა, ახალი მომხმარებლებისა და ლიდების მასშტაბურად მოსაზიდად ავტომატიზაციისა და კრეატიული არხების გამოყენება.
- სწრაფი ექსპერიმენტირება და ოპტიმიზაცია: რეგულარული A/B ტესტირება. წარმატებული კამპანიების იდენტიფიცირება და მასშტაბირება, ხოლო არაეფექტური არხების დროული ოპტიმიზაცია.
- გაყიდვების ძაბრის (Funnel) მართვა: ფასიანი და ორგანული არხების (Meta, Google, LinkedIn) სრული მენეჯმენტი და კონვერტაციის მაჩვენებლების მუდმივი გაუმჯობესება.
- მონაცემებზე დაფუძნებული მასშტაბირება: მომხმარებელთა ქცევის, "Drop-off" წერტილებისა და LTV:CAC პროპორციების სიღრმისეული ანალიზი და მიღებული მონაცემების ზრდის სტრატეგიაში ასახვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გამოცდილება: Growth / Performance მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (სასურველია ტექნოლოგიურ, SaaS ან სტარტაპ სექტორში). ციფრული არხების, მარკეტინგული ბიუჯეტიისა და მასშტაბირების დამოუკიდებლად მართვის უნარი.
- შედეგზე ორიენტაცია (Winner Mindset): მიზანმიმართულობა და კონკურენტულ გარემოში ლიდერობის მოთხოვნილება. უნარი, გამონახოთ ალტერნატიული გზები მაშინაც კი, როცა სტანდარტული მიდგომები ამოწურულია.
- ავტონომიურობა და პასუხისმგებლობა (High Agency): თვითორგანიზებულობის მაღალი დონე. მუდმივი ზედამხედველობისა და მიკრომენეჯმენტის გარეშე მიზნების (KPIs) დასახვისა და შესრულების უნარი.
- ტექნიკური და ანალიტიკური უნარები: თანამედროვე ციფრული ანალიტიკისა და ავტომატიზაციის ინსტრუმენტების (GA4, GTM, Pixels) სიღრმისეული ცოდნა.
- ენების ცოდნა: ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა (გლობალური ტრენდებისა და ინსტრუმენტების ეფექტურად ასათვისებლად).
რატომ რივო?
- სრული ავტონომია და მოქნილობა: ჩვენთვის მთავარია მიღწეული შედეგი და ციფრები.
- შეუზღუდავი ფინანსური ზრდა: თქვენი შემოსავალი იზრდება კომპანიის წარმატების პროპორციულად.
- გლობალური გავლენა: უნიკალური შესაძლებლობა, გახდეთ მოწინავე AI-ზე დაფუძნებული პლატფორმის გლობალური მარკეტინგული არქიტექტურის თანაშემქმნელი.
თუ მზად ხართ მიიღოთ ეს გამოწვევა და გაქვთ ამბიცია, შექმნათ მასშტაბური შედეგები, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) დღესვე.
