გაყიდვების მენეჯერი
მზიური გარდენსი"მზიური გარდენსი" - თანამედროვე, პრემიუმ კლასის აპარტამენტების კომპლექსი ეძებს ენერგიულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ აპარტამენტების გაყიდვების მენეჯერს , რომელიც გახდება ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი წევრი.
ჩვენი მიზანია, რომ თითოეულ პოტენციურ კლიენტს შევთავაზოთ ექსკლუზიური საცხოვრებელი გამოცდილება, ხოლო თქვენ - აქტიურად მონაწილეობთ ამ პროცესში, თქვენი ცოდნა და შესაძლებლობები რეალურ შედეგებში გარდაქმნათ.
სამუშაო ადგილი: ბათუმი
ძირითადი მოვალეობები:
** აქტიური გაყიდვების მართვა, პოტენციური კლიენტების კონსულტაცია და მათ საჭიროებებზე დაფუძნებული რეკომენდაციების მიწოდება;
** გაყიდვების სტრატეგიებისა და მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი;
** კლიენტებთან გრძელვადიანი, ხარისხიანი ურთიერთობის შენარჩუნება და მათთვის მაღალი დონის მომსახურების უზრუნველყოფა;
** ბაზრის კვლევა, კონკურენტული გარემოს ანალიზი და ახალი შესაძლებლობების გამოვლენა გაყიდვებისთვის;
** გაყიდვების მონაცემების მომზადება, რეპორტირება მენეჯმენტისთვის და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მხარდაჭერა;
** თანამშრომლობა მარკეტინგისა და ადმინისტრაციის დეპარტამენტებთან გაყიდვების პროცესის სრულყოფისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 2-3 წლის პრაქტიკული გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** გამორჩეული კომუნიკაციის, მოლაპარაკების და პრეზენტაციის უნარები;
** შედეგზე ორიენტირებულობა, მიზანდასახულობა და ენერგიულობა;
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა; რუსულის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული უნარები: MS Office (Word, Excel, PowerPoint) და CRM სისტემების გამოყენების გამოცდილება.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** თანამედროვე სამუშაო გარემოს
** მოტივირებულ, მეგობრულ გუნდს
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე: ელ. ფოსტა და სათაურის ველში უნდა მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
