ავტოკარის მძღოლი - ჯეორჯიან პროდაქტს

ავტოკარის მძღოლი

ჯეორჯიან პროდაქტს
თბილისი
სრული
1400 ₾/თვე
13/05/2026
13/06/2026

დეკორატიული ავეჯის მწარმოებელი კომპანია "Georgian Products"-ი (GEOP), წარმატებით ფუნქციონირებს 2014 წლიდან და წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან საწარმოს საქართველოში. ორგანიზაცია სპეციალიზირებულია ცხოველებისთვის განკუთვნილი ავეჯის წარმოებაში და ახორციელებს ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე.

დღევანდელი მდგომარეობით, "Georgian Products"-ი აერთიანებს დაახლოებით 450 თანამშრომელს. ორგანიზაცია ეფუძნება მაღალი ხარისხის სტანდარტებს და მუდმივად ორიენტირებულია ზრდასა და განვითარებაზე.

"Georgian Products"-ი (GEOP) აცხადებს ვაკანსიას ავტოკარის მძღოლის პოზიციაზე:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, გიორგი ნადარეიშვილის ქ. N66

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00

** ანაზღაურება: 1400 ლარი

** ბენეფიტები: კვება, უფასო სამგზავრო ბარათი

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის უსაფრთხო და ეფექტური დატვირთვა და გადმოტვირთვა ავტოკარის გამოყენებით

** ტვირთის გადაადგილება საწყობის შიდა სივრცეში ოპტიმალური ლოგისტიკური პროცესების დაცვით

** საწყობში წესრიგისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა

** სამუშაო პროცესში უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვა და რისკების მინიმიზაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ავტოკარის მძღოლად მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა

** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: და მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ავტოკარის მძღოლი".

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

ავტოკარის მართვატვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვასაწყობის ლოგისტიკაუსაფრთხოების წესების დაცვაკომუნიკაბელურობა