უმცროსი არქიტექტორი - ISync

უმცროსი არქიტექტორი

ISync
თბილისი
სრული
12/05/2026
12/06/2026

არქიტექტურული კომპანია "აისინქი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი არქიტექტორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** არქიტექტურული კონცეფციისა და ტექნიკური დავალების საფუძველზე პროექტების დაგეგმვა და განხორციელება;

** მშენებლობის ნებართვისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება;

** საპროექტო პროცესის ყველა ეტაპზე ჩართულობა;

** არქიტექტურული ნახაზების კორექტირება საჭიროების შესაბამისად;

** პროექტების შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ კანონმდებლობასთან;

** პროექტირების პროცესში, საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა ეტაპზე ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;

** II და III კლასის პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;

** მოქმედი კანონმდებლობის ცოდნა და თბილისის არქიტექტურის სამსახურთან ურთიერთობის გამოცდილება;

** Archicad -ის მაღალ დონეზე ცოდნა;

** ჩაითვლება უპირატესობად დამატებითი პროგრამების ცოდნა (D5 Render, Photoshop).

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 სთ

** ანაზღაურება - გამოცდილების მიხედვით

** პირველ ეტაპზე, გათვალისწინებულია 3 თვიანი გამოსაცდელი ვადა

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე (რეზიუმეს და პორტოფლიოს ზომა არ უნდა აღემატებოდეს 20მბ-ს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა არ განიხილება.): . წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

განაცხადის გამოგზავნამდე, გთხოვთ, დეტალურად გაეცნოთ ჩვენს საიტზე ( https://isync.ge/ ) განთავსებულ პროექტებს, კომპანიის ხედვასა და არქიტექტურულ სტილს, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე იმ შემთხვევაში, თუ ფიქრობთ, რომ ჩვენი ხედვები თანხვედრაშია.

ArchicadპროექტირებაD5 RenderPhotoshopნახაზების მომზადებაკანონმდებლობის ცოდნა