გაყიდვების მენეჯერი - ღონისძიებების მენეჯმენტი

Eventor Studio
სამუშაო ფორმატი: დისტანციური
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 7000 ₾/თვე
გამოქვეყნდა: 10 აგვ
განაცხადების ვადა: 9 სექ

საერთაშორისო ბრენდი "Eventor Studio" , რომელიც სპეციალიზდება მრავალპროფილიანი ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში, ეძებს გაყიდვების მენეჯერს .

თუ ხარ აქტიური, შედეგზე ორიენტირებული ადამიანი, გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და გინდა იმუშაო მასშტაბური ღონისძიებების მიმართულებით - ეს შესაძლებლობა შენთვისაა.

ძირითადი მოვალეობები:

  • ახალი კლიენტების მოძიება და პოტენციური კლიენტების ბაზის განვითარება
  • კლიენტის საჭიროებების იდენტიფიცირება
  • ღონისძიების მომსახურებებისა და პაკეტების პრეზენტაცია
  • მოლაპარაკებების წარმოება
  • არსებული კლიენტების განვითარება და განმეორებითი გაყიდვების გენერირება
  • გაყიდვების სისტემაში კლიენტების, ლიდებისა და გაყიდვების ეტაპების მართვა
  • ღონისძიებების გუნდთან თანამშრომლობა, რათა გაყიდული პროექტი სწორად გადავიდეს საოპერაციო ეტაპზე
  • ღონისძიებების დღეს, საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე ყოფნა და კლიენტთან კომუნიკაციის მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია გამოცდილება Event Management, Hospitality, Tourism, Weddings, MICE, Luxury ან Service Industry მიმართულებით;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
  • კლიენტის საჭიროებების სწორად გაანალიზებისა
  • შედეგზე და KPI-ებზე ორიენტირებულობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვა;
  • რამდენიმე კლიენტისა და პროექტის პარალელურად მართვის უნარი;
  • კარგი პრეზენტაციისა და storytelling-ის უნარები;
  • ქართული და ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა, რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად.

სამუშაო პირობები:

  • Fully Remote - მუშაობის შესაძლებლობა ნებისმიერი ადგილიდან.
  • Commission-Based Income: შემოსავალი - 7000 GEL-მდე თითოეულ წარმატებით გაყიდულ პროექტზე, პროექტის ღირებულებისა და პირობების შესაბამისად.
  • On-Site Event Coordination: ღონისძიების/დღესასწაულის ადგილზე კოორდინაციაში მონაწილეობის შემთხვევაში - 500 GEL Net ყოველ გასვლით პროექტზე.

პოზიცია განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც სურს ფიქსირებულ ხელფასზე დამოკიდებულების ნაცვლად, საკუთარი გაყიდვების შედეგების შესაბამისად მნიშვნელოვნად გაზარდოს შემოსავალი.

როგორ გამოგზავნოთ განაცხადი: დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი, სადაც აღწერთ რატომ ხართ დაინტერესებული Event Management სფეროთი შემდეგ მისამართზე: .

გაყიდვებიმოლაპარაკებებიპრეზენტაციაEvent ManagementStorytelling