პროექტების ტექნიკური ზედამხედველი/კოორდინატორი - ევროპანელ გრუპი

პროექტების ტექნიკური ზედამხედველი/კოორდინატორი

ევროპანელ გრუპი
თბილისი
სრული
1500 ₾/თვე
13/05/2026
13/06/2026

კომპანია " ევრო პანელ ჯგუფი " აცხადებს ვაკანსიას პროექტების ტექნიკური ზედამხედველი/კოორდინატორის პოზიციაზე.

https://panels.ge/

https://www.facebook.com/europanels.ge

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00

სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი, ქ. თბილისი, ს. ცინცაძის 12, აქსისის ბიზნეს ცენტრი.

ხელფასი: 1500 ლარიდან გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად + პროექტზე მიბმული საბონუსე სისტება

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტების მიხედვით ყოველდღიური რეპორტების წარმოება და ფაქტობრივი მონაცემების დაფიქსირება;

** თანამშრომლების (ხელოსნების) გამოცხადების გრაფიკის კონტროლი;

** შესრულებული სამუშაოების ყოველდღიური აღწერა;

** სამუშაოების გეგმა-გრაფიკთან შესაბამისობის კონტროლი;

** ქვეკონტრაქტორების მოძიება და კომუნიკაცია;

** ხარისხის კონტროლის რეპორტების გაცნობა და შესაბამისი უკუკავშირის მიწოდება;

** მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციის მომზადება;

** აზომვითი ნახაზების წარმოება;

** პროექტირების ეტაპზე ჩართულობა;

** ხარჯთაღრიცხვების დამუშავებაში მონაწილეობა;

** არაგეგმიური ტექნიკური საკითხების რეპორტინგი და გამოსავლის შემოთავაზება;

** ობიექტზე არსებული სამუშაოების გაწერილ ვადებში შესრულება;

** ობიექტზე სამუშაო ხარისხის კონტროლი;

** შესრულებული სამუშაოს ყოველთვიური აღწერა და შესაბამისი დოკუმენტების მოწესრიგება;

** ობიექტზე დამატებითი ან გეგმისგან განსხვავებული სამუშაოს შესრულების შემთხვევაში ინფორმირება;

სავალდებულო მოთხოვნები:

** გამოცდილება სამშენებლო მიმართულებით მინიმუმ 1 წელი;

** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (MS Office, განსაკუთრებით Excel);

** სასურველია 1ც-ში მუშაობის გამოცდილება;

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;

** ციფრებთან ეფექტურად მუშაობის უნარი;

** სტრესულ გარემოში სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;

** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი.

პერსონალური უნარები:

** დისციპლინირებული;

** პასუხისმგებლიანი;

** თანმიმდევრული;

** საქმისადმი ერთგული;

** სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებული.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: . სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: პროექტების ტექნიკური ზედამხედველი/კოორდინატორი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გისურვებთ წარმატებებს!

MS Excel1Cპროექტების კოორდინაციახარისხის კონტროლიაზომვითი ნახაზებიდროის მართვა