მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურიფუნქციები:
ა) სამსახურისათვის სტრატეგიული ხედვების შემუშავება სერვისის მიწოდების ეფექტიანობისა და ხარისხის გაზრდის თვალსაზრისით;
ბ) სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის და მიღებული გადაწყვეტილებების ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის ანალიზი და შეფასება;
გ) სამსახურის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით შესასრულებლად სავალდებულო ინსტრუქციების პროექტების შემუშავება;
დ) სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობაზე ზედამხედველობა და თანამშრომელთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი;
ე) სამსახურის წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;
ვ) სამსახურის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების/ბრძანების დასაბუთებულობის ხარისხის შეფასება და კონტროლი.
---
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“;
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
ე) საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი;
ვ) საქართველოს კანონი ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“
ზ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“
თ) ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილება;
ი) ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14–39 დადგენილება;
კ) ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-35 დადგენილება.
---
დამატებითი მოთხოვნები:
ა) კანდიდატს უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის საქმიანობის მონიტორინგისა და ანალიზის მიმართულებით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
ბ) კანდიდატს სასურველია ჰქონდეს სტატისტიკოსის/ანალიტიკოსის განათლება/კვალიფიკაცია;
გ) წერისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
დ) Microsoft Office Access-ში მუშაობის გამოცდილება.
---
ორგანიზაციის შესახებ:
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სამსახურის მიზნებს წარმოადგენს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება.
---
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსთან დაკავშირებით მოთხოვნებში მითითებული საკანონმდებლო აქტების გასაცნობად ეწვიეთ ვებ - გვერდს: www.tas.ge; https://matsne.gov.ge/.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს შესაბამის გრაფაში უნდა ატვირთონ:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი;
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები;
გ) სამოტივაციო წერილი, სადაც დასაბუთებულად იქნება წარმოჩენილი, თუ რატომ გსურთ არქიტექტურის სამსახურში მუშაობის დაწყება და რატომ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა შეესაბამება კონკრეტულ ვაკანსიას.
შენიშვნა: კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს ამ ფორმით განსაზღვრულ მოთხოვნებს და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას. კონკურსის ეტაპების შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
---
კატეგორია: ეკონომიკური
ხელფასი: 2880 ლარი
ლოკაცია: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ადგილების რაოდენობა: 2
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
მინიმალური განათლება: ბაკალავრი
კომპიუტერული პროგრამები: MS office applications - - კარგი; Microsoft Office Excel - - კარგი
კონკურსის ეტაპები: ზეპირი დავალება; გასაუბრება
