მოლარე რეგისტრატორი - საზღვაო ჰოსპიტალი

მოლარე რეგისტრატორი

საზღვაო ჰოსპიტალი
ბათუმი
სრული
24/04/2026
24/05/2026

სს " საზღვაო ჰოსპიტალი " აცხადებს ვაკანსიას მოლარე რეგისტრატორის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი , მელიქიშვილის 102, ბ

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-17:00), შაბათი - (10:00-13:00)

ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომსახურების სტანდარტების შესაბამისად, პაციენტების მიღება-რეგისტრაცია;

** პაციენტის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი მომსახურების გაწევა;

** პაციენტების ინფორმირება სამედიცინო მომსახურების და ღირებულების შესახებ;

** პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაციის პროგრამაში შეტანა.

** სალაროს დოკუმენტაციის წარმოება და დღის დახურვა სალაროში;

** ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში;

** კლიენტთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;

** სალაროს დღიური საბუთების ფორმირება;

** ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესების სრული დაცვა;

მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება: ჩაითვლება უპირატესობად.

სავალდებულოა: ინგლისური და რუსული ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;

უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობა;

** დეტალებისადმი ყურადღება;

** ორგანიზებულობა;

** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

** კომუნიკაბელობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, CV გამოგზავნოთ ელექტრონულად მისამართზე: . გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ "მოლარე რეგისტრატორი".

განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2026 წლის 24 მაისი .

პაციენტების რეგისტრაციასალაროს მართვაკომუნიკაციაინგლისური ენარუსული ენადეტალებზე ორიენტირებულობა