ღამის მოლარე-კონსულტანტი - მულტი

ღამის მოლარე-კონსულტანტი

მულტი
თბილისი
სრული
17/04/2026
17/05/2026

"ბიბლუსი ჯგუფის" შვილობილი კომპანია - შპს " მულტი " აცხადებს ვაკანსიას ღამის მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე თემქის ფილიალში.

"მულტი" არის პირველი მულტიფუნქციური სივრცე საქართველოში, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებებს: სურსათს, სააფთიაქო ქსელს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, სათამაშოებისა და წიგნების მაღაზიას და მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს.

სამუშაო ადგილი: თემქა 11მ/რ 3კვ.

სამუშაო გრაფიკი: 23:00-08:00 სთ. ყოველ მეორე დღეს (2 საათი შესვენება ცვლის დროს).

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია, მისი საჭიროებების დადგენა და პროდუქციის შეთავაზება;

** მომხმარებლისთვის ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;

** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;

** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება.

მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;

** მზარდ საბონუსე სისტემას;

** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნეთ თქვენი CV ელმისამართზე: . სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მოლარე-კონსულტანტი თემქა"

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

მომხმარებლის მომსახურებასალარო ოპერაციებიკომუნიკაციაგაყიდვებიპროდუქციის შეთავაზება