სტაჟირება ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დეპარტამენტში - Kreston Georgia

სტაჟირება ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დეპარტამენტში

Kreston Georgia
სტაჟირება
20/04/2026
20/05/2026

საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების ქსელის Kreston Global -ის წარმომადგენელი და წევრი საქართველოში Kreston Georgia აცხადებს ს ტაჟირებას ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დეპარტამენტში .

ძირითადი მოვალეობები:

** ფინანსური ანგარიშგების აუდიტისთვის ხელმძღვანელის მიერ დელეგირებული საკითხების შესრულება გონივრულ ვადებში;

** ხელმძღვანელისთვის შესასრულებელი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

** კვალიფიკაციის ამაღლების და პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით კომპანიის მიერ ჩატარებულ ტრენინგებში მონაწილეობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ეკონომიკის, ფინანსების/აუდიტის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);

** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook);

** ქართული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა;

** ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის საფუძვლების ცოდნა;

საჭირო უნარები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;

** მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** სწრაფად ათვისების უნარი;

** ინტერესი ბუღალტერიის/ფინანსების/აუდიტის სფეროში;

** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;

** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;

** დეტალებზე ორიენტირებულობა;

** კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;

** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მზარდ ანაზღაურებას განვითარებასთან ერთად

** უწყვეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობას

** მეგობრულ სამუშაო გარემოს, სადაც გუნდური მუშაობა წახალისებულია

** მრავალფეროვან და საინტერესო სამუშაოს

** მხარდაჭერას ACCA ან მსგავს პროგრამაში კვალიფიკაციის ამაღლებისთვის

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: და ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ: "სტაჟიორი ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დეპარტამენტში".

ბუღალტერიაფინანსური აუდიტიMicrosoft ExcelEnglishანალიტიკური აზროვნებაACCA