სამზარეულოს მენეჯერი - Dro Fresh Bar
Dro Fresh Bar logo

სამზარეულოს მენეჯერი

Dro Fresh Bar
თბილისი
სრული
22/04/2026
22/05/2026

Dro Fresh Bar არის ჯანსაღი კვების კონცეფციის ბარი, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ დავნერგოთ ჯანსაღი და ხარისხიანი კვება საქართველოში.

ვაკანსია: სამზარეულოს მენეჯერი

ლოკაცია: თბილისი

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (10:00-19:00)

ჩვენ ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და გამოცდილ სამზარეულოს მენეჯერს, რომელიც მართავს კვების წარმოების პროცესს, უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხს, სტანდარტების დაცვას და ოპერაციების გამართულ მუშაობას.

ძირითადი მოვალეობები:

** სამზარეულოს ყოველდღიური პროცესის დაგეგმვა და მართვა

** პროდუქციის ხარისხისა და სტანდარტების კონტროლი

** ნედლეულის მარაგების კონტროლი და დანაკარგების შემცირება

** გუნდის მართვა: თანამშრომლების განაწილება, კონტროლი და შეფასება

** ობიექტზე მიმდინარე ოპერაციების უწყვეტობის უზრუნველყოფა

** ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობის ნორმების დაცვა

** პრობლემების დროული იდენტიფიცირება და გადაჭრა

** მენეჯმენტისთვის რეგულარული ანგარიშგების მომზადება-

** პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის Fina პროგრამაში შეყვანა და კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია საწარმოს მიმართულებით)

** კვების წარმოების პროცესების კარგი ცოდნა

** ხარისხის კონტროლის და ჰიგიენური ნორმების ცოდნა

** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

** გუნდის მართვის გამოცდილება

** სწრაფ და დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი

** პრობლემების გადაჭრის უნარი

** Microsoft Office-ის საბაზისო ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს

** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას

** კონკურენტულ ანაზღაურებას

** მეგობრულ და პროფესიულ გუნდს

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე:

სამზარეულოს მართვაგუნდის მართვახარისხის კონტროლიმარაგების მართვაFinaჰიგიენის ნორმებიMicrosoft Office