HR სტაჟიორი
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ"საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი" (ჯიუ) გიწვევთ ანაზღაურებად სტაჟირებაზე ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ფუნქცია-მოვალეობები:
** აკადემიური კონკურსების ორგანიზებაში მხარდაჭერა, ოქმების შედგენა;
** ვაკანსიების განთავსება და CV-ების პირველადი გადარჩევა;
** კანდიდატებთან პირველადი კომუნიკაცია (ზარები, ელფოსტა, ინტერვიუს შეთანხმება) და გასაუბრებების დაგეგმვა;
** HR პროცესებთან დაკავშირებული ცხრილების, ანგარიშებისა და დოკუმენტების განახლება
** თანამშრომელთა რეესტრისა და HR ბაზის წარმოება.
** აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მონაცემების აღრიცხვა/მართვა.
** თანამშრომელთა დოკუმენტაციის მოწესრიგება და დაარქივეება;
** შრომითი და სხვა ხელშეკრულებების მომზადებაში მხარდაჭერა;
** ხელმძღვანელის სხვა ადმინისტრაციული (HR პროცესებთან დაკავშირებული) დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** ინგლისური ენის ცოდნა - მინიმუმ B2 დონე (სავალდებულო);
** MS Office პროგრამების ცოდნა/ტექნიკური უნარ-ჩვევები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.
დაინტერესებულმა აპლიკანტმა გამოაგზავნეთ რეზიუმე/CV: ელ. ფოსტა . გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
