სუპერვაიზერი - რესტორანი ატმოსფერო

სუპერვაიზერი

რესტორანი ატმოსფერო
ბათუმი
სრული
24/04/2026
24/05/2026

რესტორანი "Atmosphere" , რომელიც მდებარეობს ბათუმის ერთ-ერთ გამორჩეულ და ტურისტულად აქტიურ ლოკაციაზე — ანბანის კოშკში, ეძებს გამოცდილ, პასუხისმგებლიან და მოტივირებულ სუპერვაიზერს , რომელიც მზადაა შექმნას მაღალი ხარისხის მომსახურების კულტურა და უზრუნველყოს სტუმრის მაქსიმალური კომფორტი.

ლოკაცია: ბათუმი , ანბანის კოშკი

ძირითადი მოვალეობები:

** რესტორნის მომსახურების ხარისხის კონტროლი და სტანდარტების დაცვა

** სტუმრების მომსახურების პროცესის მონიტორინგი და ოპერატიული რეაგირება პრობლემებზე

** გუნდის ხელმძღვანელობა, დავალებების განაწილება და მუშაობის კონტროლი

** თანამშრომლების ტრენინგი მომსახურების მაღალი სტანდარტების უზრუნველსაყოფად

** რესტორნის ესთეტიკური და პროფესიონალური გარემოს შენარჩუნება

** სტუმრების უკმაყოფილებისა და შენიშვნების დროული და პროფესიონალური გადაჭრა

** მომსახურების პროცესების ოპტიმიზაცია და რეგულარული რეპორტინგი მენეჯმენტისთვის

** ბრენდის სტანდარტების, რესტორნის პოლიტიკისა და პროცედურების დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავსი პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

** მაღალი კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი

** დეტალებზე ორიენტირებული მიდგომა მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფისთვის

** სტუმრის გამოცდილებაზე ორიენტირებული მიდგომა

** პრობლემების სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტის უნარი

** პროფესიონალიზმი, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე

** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე . სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გუნდის მართვასტუმრების მომსახურებაEnglish LanguageRussian Languageკომუნიკაბელურობაპრობლემების გადაჭრა