ოფის მენეჯერი - მედიტეკი

ოფის მენეჯერი

მედიტეკი
თბილისი
სრული
1800 ₾/თვე
14/05/2026
14/06/2026

შპს " მედიტეკი " აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია "მედიტეკი" წარმოადგენს სამედიცინო პროდუქციის (ტრავმატოლოგიური/ორთოპედიული იმპლანტების) დისტრიბუტორ კომპანიას საქართველოში. კომპანია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე 2016 წლიდან და სამედიცინო დაწესებულებებს აწვდის მსოფლიოში მოწინავე მწარმოებელი კომპანიების ორთოპედიულ იმპლანტებს.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, არტურ ლაისტის ქ. 4

სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარ - 10:00-18:00 სთ

ანაზღაურება: 1800 ლარი (net)

ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტების/სტუმრების მიღება ოფისში და საჭიროებისამებრ გადამისამართება;

** ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული საქმიანობის მართვა;

** სატელეფონო ზარების და ელფოსტის მართვა;

** ოფისის საკანცელარიო, ტექნიკური/სამეურნეო ნივთებით უზრუნველყოფა;

** საოფისე-ადმინისტრაციული ინვენტარის მარაგების უზრუნველყოფა;

** ოფისის სამუშაო პირობებისა და ფუნქციონირების ხელშეწყობა;

** ხელშეკრულებებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;

** შიდა დოკუმენტბრუნვის და ანგარიშგების მართვა;

** ზედნადების ატვირთვა/გააქტიურება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;

** ოფის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B2 დონეზე;

** სასურველია საბუღალტრო პროგრამის ცოდნა (Fina)

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** საქმის მოცემულ ვადებში შესრულების უნარი;

** ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია;

** დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

საოფისე პროგრამებიინგლისური ენარუსული ენაFinaდოკუმენტბრუნვაკომუნიკაცია